HBO „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს

HBO „სამეფო კარის თამაშების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს
შოუბიზნესი / ივნისი 12, 2018

ტელეარხმა HBO „სამეფო კარის თამაშების“ პირველი ფილმის გადაღება შეუკვეთა. როგორც The Hollywood Reporter წერს, მასში მოქმედება ჩვენთვის კარგად ნაცნობ მოვლენებამდე ათასი წლით ადრე განვითარდება.

მოკლე ანონსში ნათქვამია, რომ სერიალის ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლებიც კი ბევრ სიახლეს აღმოაჩენენ.

სცენარის ავტორად და ფილმის ხელმძღვანელად ჯეინ გოლდმანი დაინიშნა, რომელსაც ისეთი სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორობა ეკუთვნის, როგორიც არის „იქს ადამიანები: პირველი კლასი“, „Kingsman: საიდუმლო სამსახური“ და ა.შ. ფილმის გადაღებებში მონაწილეობას თავად ჯორჯ მარტინიც მიიღებს, თუმცა პროექტზე მუშაობის თარიღები არ ხმაურდება.

პოპულარული სიახლეები