HBO-მ განმარტა, რატომ არ გამოვა „სამეფო კარის თამაშები“ ეთერში 2019 წლამდე

HBO-მ განმარტა, რატომ არ გამოვა „სამეფო კარის თამაშები“ ეთერში 2019 წლამდე
შოუბიზნესი / იანვარი 12, 2018

HBO-ს პროგრამების დირექტორმა, კეისი ბლოისმა პირველი კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ გამოვა „სამეფო კარის თამაშები“ ეთერში 2019 წლამდე.

მისი თქმით, შოუს შემქმნელებს, დევიდ ბენიოფს და დენიელ უაისს ბევრი დრო სჭირდებათ, რათა მაყურებლამდე ხარისხიანი მასალა მიიტანონ. ბლოისმა დაამატა, რომ უკანასკნელ სეზონში მასშტაბური საბრძოლო სცენებმა და სპეტეფექტებმა მოითხოვა, რომ ახალი სერიების ხარისხს განსაკუთრებულად დიდი დრო დაეთმოს.

საკვანძო სიტყვები