ჰარვი ვაინშტაინის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში ბენ აფლეკსაც ადანაშაულებენ

ჰარვი ვაინშტაინის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში ბენ აფლეკსაც ადანაშაულებენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2017

მსახიობი ბენ აფლეკი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და პროდიუსერის საქციელი დაგმო, თავად დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში.

მსახიობმა ჰილარი ბერტონმა გაიხსენა, რომ 2003 წელს აფლეკი TRL-ის შოუს მსვლელობისას მასთან ფიზიკური სიახლოვის დამყარებას შეეცადა. ბერტონის თქმით, მას ეს ინციდენტი ჯერაც არ დავიწყებია.

„მის ბერტონთან არასათანადოდ მოვიქეცი და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო“, – დაწერა აფლეკმა „ტვიტერში“.

საკვანძო სიტყვები