ჰარვი ვაინშტაინი უმა ტურმანს უჩივის

ჰარვი ვაინშტაინი უმა ტურმანს უჩივის
შოუბიზნესი / თებერვალი 5, 2018

ჰარვი ვაინშტაინის მისამართით სკანდალის მორიგი ტალღა უმა ტურმანის შოკისმომგვრელი აღიარების შემდეგ განახლდა. მსახიობმა დუმილი ამ დღეებში დაარღვია.

უმას თქმით, პროდიუსერის რეალური სახე მან პირველად „კრიმინალური საკითხავის“ გადაღებების შემდეგ დაინახა. ერთხელ ჰარვიმ ის საკუთარ ნომერში დაპატიჟა, საიდანაც მოულოდნელად ის საუნაში მოხვდა. ტურმანის მტკიცებით, ჰარვიმ მას სექსი შესთავაზა, ინტიმური სიახლოვის სანაცვლოდ კი შეჰპირდა, რომ ის მის კარიერას არ დაანგრევდა.

ამ დღეებში ამ ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა თავად ჰარვიმ, რომელმაც განაცხადა, რომ  მსახიობმა არასწორად შეაფასა უხერხული ფლირტი და ამ საქმეს მისი ადვოკატები მიხედავენ. მისი სიმართლის დადასტურების შემდეგ კი, ტურმანს გაზვიადებულ ისტორიაზე პასუხისგება მოუწევს.

საკვანძო სიტყვები