ჰაკერებმა ”სამეფო კარის თამაშების” მთავარი პერსონაჟების ნომრები და მისამართები გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ”სამეფო კარის თამაშების” მთავარი პერსონაჟების ნომრები და მისამართები გამოაქვეყნეს
შოუბიზნესი / აგვისტო 10, 2017

ჰაკერებმა, რომლებმაც НВО-ს საიტი გატეხეს და ”სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის ჯერ კიდევ ეთერში გამოუსვლელი სერიების სცენარი მოიპარეს, ინტერნეტში პროექტის მთავარი პერსონაჟების მისამართები და ტელეფონის ნომრები გაავრცელეს.

შესაბამისად, კიტ ჰარინგტონის, ლინა ჰიდის, ემილია კლარკის ან პიტერ დიკლეიჯის საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება სირთულეს აღარ წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ, მეხუთე სერიის ეთერში გაშვებამდე კიბერდამნაშავეებმა НВО-ს ხელმძღვანელობას გამოსასყიდი და რეკლამებიდან შესულიმოგების ნაწილი მოსთხოვეს.