ჰაკერებმა ”სამეფო კარის თამაშების” მეხუთე სერიის სცენარი გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ”სამეფო კარის თამაშების” მეხუთე სერიის სცენარი გამოაქვეყნეს
შოუბიზნესი / აგვისტო 8, 2017

ჰაკერებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ HBO-ს საიტი გატეხეს, ქსელში ”სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის მეხუთე სერიის სცენარი და პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პირადი მიმოწერა გაავრცელეს.

კიბერდამნაშავცეებმა არხის დირექტორისთვის, რიჩარდ პლეფერისთვის ვიდეომიმართვაც ჩაწერეს, სადაც ფულს ითხოვენ, თუმცა კონკრეტულ თანხებზე მათ საუბარი არ აქვთ.

წერილში ნათქვამია, რომ HBO-ს გატეხვას ისინი 6 თვე მოუნდნენ.