ჰაიდი კლუმი Tokio Hotel-ის გიტარისტს ხვდება

ჰაიდი კლუმი Tokio Hotel-ის გიტარისტს ხვდება
შოუბიზნესი / სექტემბერი 24, 2018

45 წლის ჰაიდი კლუმი 29 წლის ტომ კაულიცს ხვდება.

მათი რომანის შესახებ ცნობილი მარტში გახდა, საზოგადოების წინაშე კი წყვილი პირველად მაისში, კანის 71-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა.

17 სექტემბერს ისინი ამერიკული სატელევიზიო პრემია „ემის“ სტუმრები იყვნენ.

ჰაიდი ორჯერ იყო გათხოვილი. ის 4 შვილის დედაა. პირველი გოგონა მას იტალიელ ბიზნესმენ, ფლავიო ბრიატორესთან ცხოვრებისას შეეძინა, მეორე წარუმატებელი ქორწინებიდან კი 2 ვაჟი და კიდევ 1 ქალიშვილი ჰყავს. ბავშვების მამა ინგლისელი მომღერალი, Seal-ია.

 

View this post on Instagram

 

❤️

A post shared by Heidi Klum (@heidiklum) on

საკვანძო სიტყვები