გვინეტ პელტროუმ ბრედ ფალჩუკთან ქორწინებაზე პირველად ისაუბრა

გვინეტ პელტროუმ ბრედ ფალჩუკთან ქორწინებაზე პირველად ისაუბრა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2018

ამერიკელმა მსახიობებმა, გვინეტ პელტროუმ და ბრედ ფალჩუკმა,  4 წლიანი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gwyneth Paltrow (@gwynethpaltrow) on


ქორწილის შემდეგ, პირველად პელტროუ ბრიტანული Marie Claire-ის ნოემბრის ნომრის ფურცლებზე გამოჩნდება და ასევე, პირველად ისაუბრებს ახალ მეუღლეზე.

 

View this post on Instagram

 

Marie Claire’s November issue cover star is… the one and only @gwynethpaltrow, at home in the Hamptons, coming this Thursday 💫

A post shared by Marie Claire UK (@marieclaireuk) on


გამოცემასთან ინტერვიუში, 46 წლის ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ,,ეს ქორწინება მართლაც მშვენიერი, სასიამოვნო და ღირსეულია.”

,,ოსკაროსანი” პელტროუს განმარტებით, ბრედმა მისი შეხედულებები ქორწინების მიმართ რადიკალურად შეცვალა:

,,ვფიქრობდი, რომ ამას აღარ გავაკეთებდი. შემდეგ ამ არაჩვეულებრივ კაცს შევხვდი და მივხვდი, რომ ის ამად ღირდა.”

 

View this post on Instagram

 

Happy Valentine’s Day to all especially @bradfalchuk ❤️

A post shared by Gwyneth Paltrow (@gwynethpaltrow) on

შეგახსენებთ, რომ პელტროუ 2003-2016 წლებში Coldplay-ის ვოკალისტის, კრის მარტინის ცოლი იყო.

პირველი ქორწინებიდან მას, ისევე როგორც ფელჩუკს 2 შვილი ჰყავს.

 

View this post on Instagram

 

Best Apple’s birthday/Mother’s Day EVER at the @museumoficecream 🍦🎂🍏@autumncomm SO FUN #goopgo #dtla

A post shared by Gwyneth Paltrow (@gwynethpaltrow) on

აღსანიშნავია, რომ მარტინი ამჟამად ,,გრეის ორმოცდაათი ელფერის’‘ ვარსკვლავს, დაკოტა ჯონსონს ხვდება.