,,გრემის” გამართვის თარიღი ცნობილია

,,გრემის” გამართვის თარიღი ცნობილია
შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2018

,,გრემის დაჯილდოების” რიგით 61-ე ცერემონიალი 2019 წლის 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. შოუს Staples Center-იდან პირდაპირ ეთერში CBS გადასცემს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ დაჯილდოებამდე 2 დღით ადრე, პრე-გალა საღამოზე დოლი პარტონი სპეციალურ ჯილდოს MusiCares Person of the Year მიიღებს, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებს გადასცეს, როგორებიც: ნატალი კოული, გლორია ესტეფანი, ტონი ბენეტი, ქუინსი ჯონსი, ფილ კოლინზი, ლუჩიანო პავაროტი, ელტონ ჯონი, ბილი ჯოელი, ბონო, სტინგი, არეტა ფრანკლინი, ბარბრა სტრეიზანდი, პოლ მაკკარტნი, ბრიუს სპრინგსტინი, ბობ დილანი და სხვები არიან.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტთა ვინაობა ცნობილი 5 დეკემბერს გახდება.