Google-ს თეთრკანიანი მამაკაცების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

Google-ს თეთრკანიანი მამაკაცების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ
Hi Tech /საინტერესო / იანვარი 9, 2018

Google-ის ორი ყოფილი თანამშრომელი, ჯეიმს დეიმორი და დევიდ გუდმანი კომპანიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მას სასამართლოში უჩივის. მამაკაცების მტკიცებით, Google მათ კანის ფერისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროებდა.

„დეიმორი, გუდმანი და სხვა დაზარალებულები იმისთვის დაისაჯნენ, რომ სხვაგვარი პოლიტიკური აზროვნება ჰქონდათ, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანას თეთრკანიან მამაკაცებად მოევლინენ“, – ნათქვამია სარჩელში.

კომპანია Google-ში კი ამის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელოდებიან, როდის შეძლებენ სასამართლოში მომჩივანეებისთვის სათანადო პასუხის გაცემას.

საკვანძო სიტყვები