Google მშობლებს შვილების სმარტფონების გაკონტროლების საშუალებას მისცემს

Google მშობლებს შვილების სმარტფონების გაკონტროლების საშუალებას მისცემს
Hi Tech / სექტემბერი 20, 2018

ამერიკულმა კორპორაციამ Google გადაწყვიტა, რომ შეექმნა ახალი აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად მშობლებისთვისაა განკუთვნილი. სიახლე მათ საშუალებას მისცემს, რომ გამორთონ ან ჩართონ შვილის მობილური მაშინ როცა მოესურვებათ. თუკი პატარა სადილის დროს სმარტფონით ერთობა – ეს უკვე პრობლემა აღარ არის და მშობელს გაჯეტის გათიშვა ერთი ბრძანებით შეეძლება.

სიახლე Google-ის Family Link-ის ახალი სერვისი იქნება. რაც შეეხება Family Link-ს – ინოვაციური სისტემა გასულ წელს შეიქმნა და ის 13 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ექაუნთებს აკონტროლებს. მშობლებს საშუალება აქვთ, შვილის მობილური მარტივად მართონ და არასასურველი საიტებისა თუ აპლიკაციების მოხმარებაც შეზღუდონ. სიახლე დასაწყისისთვის მხოლოდ აშშ-ში მოქმედებს და მომავალში ის ევროპის მასშტაბითაც გავრცელდება.

 

საკვანძო სიტყვები