Google-მა კენიაში ახალი სერვისი აამოქმედა

Google-მა კენიაში ახალი სერვისი აამოქმედა
Hi Tech / ოქტომბერი 16, 2018

მაშინ, როცა კენიელებისთვის მოტოციკლი გადაადგილების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა, Google-მა ქვეყანაში Google Maps-ის მოტოციკლის რეჟიმი აამოქმედა, რაც გადაადგილებისას ხმოვანი ნავიგაციის ფუნქციის გამოყენებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ კენია პირველი აფრიკული სახელმწიფოა, სადაც Google-ის რუკის ხმოვანი რეჟიმით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავს სერვისს უკვე იყენებს ინდოეთი.

 

საკვანძო სიტყვები