Google-ის ხმოვანი ასისტენტი მომხმარებლებს ტაქსის დაჯავშნაში დაეხმარება

Google-ის ხმოვანი ასისტენტი მომხმარებლებს ტაქსის დაჯავშნაში დაეხმარება
Hi Tech / ოქტომბერი 8, 2018

Google-ს ხმოვან ასისტენტში სიახლე აქვს.

ამერიკულმა კორპორაციამ ახალი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებლებს ტაქსის დაჯავშნაში დაეხმარება.

ახალი ფუნქციით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა ხმოვან ასისტენტს Hey Google, get me a taxi to… (,,გუგლ, ტაქსი გამომიძახე”) ბრძანებით უნდა მიმართოს, შემდეგ კი სავარაუდო ლოდინის დროისა და მგზავრობის ღირებულების შეტყობინებას დაელოდოს.

სერვისით სარგებლობა ნებისმიერი პლატფორმის, მათ შორის Android-ის, iPhone-ისა და Google Home-ის ხმოვანი ასისტენტითაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სერვისით ის ქვეყნები ისარგებლებენ, სადაც Uber, Lyft, Ola ან Grab ოპერირებს.

საკვანძო სიტყვები