Google-ის ახალი აპლიკაცია შშმ პირებისთვის

Google-ის ახალი აპლიკაცია შშმ პირებისთვის
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2018

Google-მა Android მოწყობილობებზე ახალი აპლიკაცია აამოქმედა, რომელიც ხმოვანი ასისტენტის საშუალებით, შშმ პირებს სმარტფონის გამოყენებით, ნავიგაციას გაუიოლებს.

აღსანიშნავია, რომ სიახლით, შშმ პირები აპლიკაციების გამოყენებას, ტექსტის დაწერასა და მის რედაქტირებასაც შეძლებენ, ამისთვის კი მომხმარებელმა ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად სისტემას OK Google-ით უნდა მიმართოს, შემდეგ კი აპლიკაცია დაასახელოს და გახსნის ბრძანება მისცეს.

აპლიკაციის გამოყენება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი, თუმცა Google-ის თქმით, ახალი ენები სერვისს უახლოეს მომავალში დაემატება.

საკვანძო სიტყვები