Girls Like You ამერიკის მთავარი ჰიტია

Girls Like You ამერიკის მთავარი ჰიტია
შოუბიზნესი / სექტემბერი 26, 2018

Maroon 5-მა და Cardi B-მ დრეიკს ლიდერობა ჩამოართვეს.

ჯგუფისა და რეპერის დუეტი, რომელიც ,,ბილბორდმა” 2018 წლის ზაფხულის 10 საუკეთესო სიმღერას შორის მე-3 პოზიციაზე დაასახელა, გამოცემის ,,ცხელ 100-ეულში” 1-ელ ადგილზე მოექცა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 კვირის განმავლობაში ამ უკანასკნელს სიმღერით In My Feelings, დრეიკი ლიდერობდა.

შეგახსენებთ, რომ Girls Like You Maroon 5-ის მე-6 სტუდიურ ალბომში Red Pill Blues შედის.

სიმღერის მიხედვით გადაღებულ კლიპში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც: კამილა კაბეიო, გალ გადოტი, ტიფანი ჰადიში, მილი ბობი ბრაუნი, ელენ დეჯენერისი, ჯენიფერ ლოპესი, მერი ჯი. ბლაიჯი, ელიზაბეტ ბენკსი, რიტა ორა და სხვები არიან.

რეიტინგის სამეულს ემინემი ხურავს უახლესი ნამუშევრით Killshot, რომლის რელიზი 14 სექტემბერს შედგა.