გილერმო დელ ტორომ ბრალდებებს უპასუხა

გილერმო დელ ტორომ ბრალდებებს უპასუხა
შოუბიზნესი / თებერვალი 23, 2018

რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ მის წინააღმდეგ წარმოთქმულ ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმადაც მას ფილმის „წყლის ფორმა“ პლაგიატში ადანაშაუალებენ.

დელ ტოროს თმით, მას არ უნახავს და არ წაუკითხია პოლ ზინდელას პიესა „გამაგონე შენი ჩურჩული“, რომელსაც სწორედ „წყლის ფორმის“ ორიგინალად მოიხსენიებენ.

„არასოდეს გამიგია ამ პიესის შესახებ ჩემი ფილმის გადაღებამდე და არცერთ თანაავტორს ის არასოდეს უხსენებია“, – განაცხადა რეჟისორმა.

მან ასევე დაამატა, რომ კინოინდუსტრიაში 25 წელია მუშაობს და ამ დროში მისი რეპუტაცია არ  შელახულა და გავრცელებულ ხმებს ნებას არ მისცემს, რომ მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეიტანონ.

საკვანძო სიტყვები