Gigi Hadid-ისა Tommy Hilfiger -ის ერთობლივი კოლექცია უკვე საქართველოში (ვიდეო)

Gigi Hadid-ისა Tommy Hilfiger -ის ერთობლივი კოლექცია უკვე საქართველოში (ვიდეო)
FM შოპინგი / სექტემბერი 27, 2017

 

პრემიუმ კლასის ბრენდი Tommy Hilfiger, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ტანსაცმლის დიზაინერების ჯგუფში შედის 1985 წლიდან ქმნის ქალის, მამაკაცის და ბავშის მაღალი ხარისხის ხაზს. თბილისში, რუსთაველის 46 ნომერში მდებარე Tommy Hilfiger – ის მაღაზიაში ქალისა და მამაკაცის ახალი კოლექციაა წარმოდგენილი. აქვე ნახავთ მოდელ Gigi Hadid-ისა და უშუალოდ Tommy Hilfiger -ის თანამშრომლობით შექმნილ სამოსსაც. ფასები მერყევია:100, 200 ან 200 ლარი და მეტი.

ზედა – 549, შარვალი -345, ფეხსაცმელი-479

 

პერანგი -345, ჯინსი – 479, ფეხსაცმელი -449

 

ზედა – 619, კაბა -479, ფეხსაცმელი – 519

 

კოსტუმი – 1549, პერანგი – 309, ჰალსტუხი – 309, ფეხსაცმელი – 515.

 

„ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, რომ კოლექცია ორ ეტაპად, სეზონის მიხედვით იცვლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული Tommy Hilfiger -ის მაღაზია წარმოადგენს ევროპულ უმაღლესი პრემიუმკლასის ხარისხს და ის განსხვავდება ამერიკული კოლექციისგან. პერიოდულად მაღაზია ფასდაკლებებითაც ანებივრებს მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე. მაღაზიაში სტუმრობას თქვენ ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე შეძლებთ.

 

 

 

საკვანძო სიტყვები