ღრუბლებში მოსეირნე არიანა გრანდე – კლიპმა ერთ დღეში 5 მილიონი ნახვა დააგროვა

ღრუბლებში მოსეირნე არიანა გრანდე – კლიპმა ერთ დღეში 5 მილიონი ნახვა დააგროვა
შოუბიზნესი / ნოემბერი 8, 2018

ცოტა ხნის წინ, ქსელში არიანა გრანდეს სიმღერის Breathin კლიპის პრემიერა შედგა, რომელშიც მხოლოდ საწოლზე მოსეირნე ამერიკელი მომღერლის გოჭი სახელად პიგი სმოლზი ჩანს. მოგვიანებით, 25 წლის ვარსკვლავმა განმარტა, რომ ვიდეო თაყვანისმცემლების გასახალისებლად იქამდე გამოუშვა, ვიდრე ოფიციალური მუსიკალური რგოლის პრემიერა შედგებოდა.

აღსანიშნავია, რომ ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან სიმღერაზე გადაღებული ოფიციალური კლიპი ინტერნეტში დღეს გავრცელდა და რამდენიმე საათში 5 მილიონზე მეტი ნახვაც დააგროვა.

ვიდეოს სიუჟეტი არიანას გარშემო ვითარდება. ის სადგურზე ბარგით ჩნდება, მის გარშემო მოძრავი ხალხი კი სხვადასხვა საქმეზე მიიჩქარის. საიტერესოა ისიც, რომ პერიოდულად არიანა თეთრი კვამლის ღრუბელში ისახება.

მუსიკალური რგოლის რეჟისორი ჰანა ლუკს დევისია, რომელსაც მუსიკოსთან ისეთ კლიპებზე უმუშავია, როგორებიცაა: FocusBang BangLove Me HarderInto You და Side to Side.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა მე-3 სინგლია ახალგაზრდა შემსრულებლის მეოთხე სტუდიური ალბომიდან Sweetener, რომელიც 17 აგვისტოს გამოვიდა.

საკვანძო სიტყვები