განახლებულ Skype-ში ცვლილებებია

განახლებულ Skype-ში ცვლილებებია
Hi Tech / იანვარი 5, 2018

მიმდინარე კვირაში Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაზე სერვისი Skype განახლდა. აპდეითს გლობალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია მასში შეიცვალა. მაგალითად, შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ კოლექციებში სურათის ზომა, რომელიც ამჯერად სრულად არის წარმოდგენილი, ასევე კოლექციებშივე გაქრა რეაქციები გამოსახულებებზე.

ამას გარდა, სასაუბრო ჩარტში გაქრა პროფილის პიქტოგრამები, გაუმჯობესდა Fluent Design-იც.

Skype 12.13.257 ვერსია, Windows 10-ის ბაზაზე ხელმისაწვდომი უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ხელმისაწვდომი.

საკვანძო სიტყვები