გამოსვლის მომენტიდან Huawei P20-სა და P20 Pro-ს 6 მილიონი ერთეული გაიყიდა

გამოსვლის მომენტიდან Huawei P20-სა და P20 Pro-ს 6 მილიონი ერთეული გაიყიდა
Hi Tech / ივნისი 14, 2018

მარტის ბოლოს, Huawei-მ ახალი სმარტფონები Huawei P20 და P20 Pro გამოუშვა, რომელიც საკმაოდ კარგი ფუნქციონალობით გამოირჩევა.

მას შემდეგ, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სმარტფონები საკმაოდ წარმატებით იყიდება. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ Huawei P20-მა და P20 Pro-მ ამ მხრივ საუკეთესო შედეგები აჩვენა. უფრო კონკრეტულად კი, გამოსვლის მომენტიდან დღემდე, მოწყობილობის 6 მილიონი ერთეული გაიყიდა. ამ რიცხვში არ შედის სმარტფონის „უმცროსი“ მოდელი – P20 Lite, რომელიც ბაზრის საშუალო სეგმენტს განეკუთვნება.

თუკი წინამორბედებს შევადარებით, გასულ წელს P10  81%-ით სუსტად გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლისთვის კომპანია Huawei 20 მილიონი მოწყობილობის გაყიდვას გეგმავს. როგორც ჩანს, ეს მიზანი საკმაოდ ადვილი ხელმისაწვდომია.

საკვანძო სიტყვები