Galaxy S9-ისა და Galaxy S9+-ის პრეზენტაცია 25 თებერვალს შედგება

Galaxy S9-ისა და Galaxy S9+-ის პრეზენტაცია 25 თებერვალს შედგება
Hi Tech / იანვარი 26, 2018

კომპანია Samsung-მა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის ახალ სმარტფონების, Galaxy S9-სა და Galaxy S9+-ის პრეზენტაცია 25 თებერვალს შედგება.

ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ Galaxy S9 აღჭურვილი იქნება კამერით „Reimagined“, რაც ფოტოს გადაღების წინ დიაფრაგმის დარეგულირებას გულისხმობს. ამას გარდა, Galaxy S9 და S9+ შენელებულ FullHD-ვიდეოს გადაიღებს 480 კადრი წამში სიჩქარით. (შედარებისთვის, Galaxy S8-სა დაS8+-ს შენელებული HD ვიდეოს გადაღების ფუნქცია აქვს 240 კადრი წამში სიჩქარით).

ასევე ცნობილია, რომ Galaxy S9-ს უკანა პანელზე ერთი კამერა, ხოლო Galaxy S9+-ს ვერტიკალურად განთავსებული ორმაგი კამერა ექნება.

სმარტფონების ოფიციალური გაყიდვები 16 მარტიდან დაიწყება.

საკვანძო სიტყვები