Galaxy S9 და S9 Plus აპრილის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

Galaxy S9 და  S9 Plus აპრილის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
Hi Tech / ივნისი 11, 2018

ანალიტიკურმა კომპანიამ Counterpoint მობილურ ბაზარზე კვლევა ჩაატარა და მიმდინარე წლის აპრილის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გამოავლინა.

ეს წოდება კი წილად Samsung-ის ახალ სმარტფონებს, Galaxy S9-სა და  S9 Plus-ს ხვდა, რომლებმაც უკან თვით Apple iPhone X ჩამოიტოვეს. უფრო კონკრეტულად კი, Samsung-ის წილი ბაზარზე 2,6%-ს შეადგენს, ხოლო Apple-ის – 2,3%.

ლიდერების ათეულში ასევე iPhone 8, Xiaomi Redmi 5A, iPhone 6, Xiaomi Redmi 5 Plus/Note 5, iPhone 7 და Galaxy S8 იმყოფებიან.

პოპულარული სიახლეები