Galaxy S10 სამ ვერსიად გამოვა

Galaxy S10 სამ ვერსიად გამოვა
Hi Tech / ივნისი 26, 2018

მიუხედავად იმისა, რომ Galaxy S10-სა და S10+-ის დებიუტამდე არც ისე ცოტა დროა დარჩენილი, აღნიშნული სმარტფონები რეგულარულად ხვდება ახალ ამბებში.

ახალ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, Samsung Galaxy S10 სამხრეთკორეული კომპანიის პირველი სმარტფონი იქნება, რომელიც სამმაგი ძირითადი კამერით აღიჭურვება.

Samsung Galaxy S10-ის სამ ვერსიას Beyond 0, Beyond 1 და Beyond 2 ჰქვია. პირველს 5,8 დიუიმიანი ეკრანი ექნება, მეორეც ამავე ზომის დისპლეის მიიღებს, თუმცა ის მოხრილი კიდეებით იქნება, მესამე კი 6,2 დიუიმიანი ეკრანითა და სამმაგი კამერით აღიჭურვება.

საკვანძო სიტყვები