Galaxy Note 9-ის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ცნობილია

Galaxy Note 9-ის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი ცნობილია
Hi Tech / ივნისი 29, 2018

კომპანია Samsung-მა თავისი ახალი სმარტფონის, Galaxy Note 9-ის პრეზენტაციის ზუსტი თარიღი გაახმოვანა. ღონისძიება 9 აგვისტოს ნიუ-იორკში გაიმართება.

წინასწარ, მოწყობილობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც გაირკვა: სმარტფონს Exynos 9810-ის პროცესორი და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება.

ამას გარდა, მოწყობილობას აქვს ღილაკი S Pen, რომელიც სავარაუდოდ, სტილუსის გაფართოებულ ფუნქციონალობაზე მიანიშნებს.

ფასის შესახებ ინფორმაცია არ არის.

საკვანძო სიტყვები