გაი რიჩი ალადინსა და ჟასმინზე ფილმს გადაიღებს

გაი რიჩი ალადინსა და ჟასმინზე ფილმს გადაიღებს
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გაი რიჩი ცნობილ მულტიპლიკაციურ პერსონაჟებზე, ალადინსა და ჟასმინზე ფილმს გადაიღებს.

მთავარ როლებზე შესარჩევი კასტინგი დიდი ხანია მიმდინარეობდა და ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ალადინის როლს მენ მასუდი შეასრულებს, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ რამდენიმე ფილმია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მასუდი სიხარულით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბედნიერია, რომ მას ეს პატივი ხვდა წილად.

ჟასმინს ნაომი სკოტი განასახიერებს,

რაც შეეხება ჯინს – მისი როლის შესრულება ჰოლივუდის ვარსკვლავს, უილ სმიტს ხვდა წილად. ეს არის ერთადერთი კანდიდატურა, რომელიც დაუყოვნებლივ დამტკიცდა.