ვასო ფხაკაძე: „ჟურნალისტები ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, აბა ფხაკაძე როგორ შეუყვარდაო”

ვასო ფხაკაძე: „ჟურნალისტები ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, აბა ფხაკაძე როგორ შეუყვარდაო”

გადაცემას „ვიზიტორი“ ვასო ფხაკაძე ესტუმრა. იუმორისტმა და “კომედი შოუს” მსახიობმა გადაცემის წამყვანთან, გიგა ბატკუაშვილთან ერთად პირადზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორია ვასო ფხაკაძე საცობში?

საშინელი, სუპერმყრალი ვარ. ვიგინები, არ ვიცით ზოლში მოძრაობა. ჩააბარე ხო გამოცდა, ხომ წერია წესებში, რომ ზოლში უნდა გადაადგილდე უსაფრთხოდ, იარე უსაფრთხოდ… ველოსიპედი მიყვარს ძალიან. გადავწყვიტე, რომ ვიარო ველოსიპედით, ერთხელ ავტობუსი გაჩერებულზე მეჯახებოდა, ამიტომ გადავიფიქრე… აი პეკინზე რომ ველობილიკია, მიდიხარ, მიდიხარ და… უცებ, არ იცი სად წახვიდე. მინდოდა თბილისის ზღვისთვის წრე დამერტყა, დაახლოებით 1 საათი დამჭირდა, სახლში რომ დავბრუნდი თავი მტკიოდა, გამონაბოლქვისგან. ბაგებში ხდება საშინელება. ფეხით სიარული კარგია სუფთა ქალაქში. მე მინდა რომ წყნეთიდან გაკეთდეს ხიდი და პირდაპირ გადმოვიდნენ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან.

კომედი შოუზე ვისაუბროთ, აღარ მახსოვს რამდენიხანია გადის…

კი, უხსოვარი დროიდან, განვაახლეთ პროექტი, დავამატეთ რუბრიკები.

ხშირად ხუმრობთ პოლიტიკაზე… როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე?

პოლიტიკოსები რომ არ იყვნენ, ჩვენ უმუშევრები ვიქნებოდით. 20-30 კაცი ვართ ჩასაფრებული, რომ რაიმე „ჭკვიანური“ არ გამოგვრჩეს. სოციალური თემებიც გვაქვს, რაც უფრო აქტუალურია, იმას ვაკეთებთ. რაც შეეხება რეაქციებს, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იუმორით იღებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვანოს ემუქრებიან.

ვანო როგორ არის?

ძალიან კარგად არის, დადის სამსახურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ფეხი დაუცურდა. იყო ბევრი ჭორი, თუმცა სიმართლე სწორედ ეს არის.

ბევრი ახალი სახე გყავთ…

ჩვენ „მანსანკანს“ ვუყურებთ ხოლმე და იქ ვარჩევთ კადრებს, ვის რა შესაძლებლობა აქვს, ჩვენთან ვინც არის, ყველა „კავეენში“ ვიპოვეთ.

სპონტანურად თუ იცვლება ხოლმე სცენარი?

რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტჯერ გადიხარ სკეჩს, უფრო მეტი სიახლე ემატება… ძალიან ბევრ რეპეტიციას ვერ ვასწრებთ, ორშაბათს დავწერთ, საშაბათს რეპეტიციაა, ხოლო ოთხშაბათს ჩაწერა.

გყავს მეუღლე და ორი შვილი, სად გაიცანი?

ასე კონკრეტულად არ მახსოვს, იყო მიმოწერა, ერთად დავდიოდით… ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, რომ თვალსა და ხელს შუა შეგვიყვარდა ერთმანეთი. წარმატებული მოდელია. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა, აბა ფხაკაძე როგორ შეუყვარდაო. როგორიც შეგიყვარდა ადამიანი, აღარ მესმის შემდეგ როგორ უნდა დაუშალო, რომ აღარ იმუშავოს და თავისი საყვარელი საქმე არ აკეთოს. როგორ უნდა დავუშალო ლიკას, რომ მოდელობას თავი დაანებოს? ალბათ ეს მამაკაცური კომპლექსია, რომ ცოლმა არ დაჩრდილოს. ადამიანს რაც კარგად გამოსდის და უყვარს, ის უნდა აკეთოს.

როგორი მამა ხარ?

ჩემს თავზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მამა ვარ. არ მიყვარს უზრდელი ბავშვები. ვცდილობ, ბავშვების გასაგონად ცუდი სიტყვები არ ვთქვა, რომ არ გაიმეოროს.

ზოოვეტი გაქვს დამთავრებული…

დიახ, ექიმი ვეტერინარი ვარ, პროფესიით მიმუშავია, მიყვარს ცხოველებიც… მედიცინა ისეთი სფეროა, მუდმივად უნდა განვითარდეს, მე რაც ვისწავლე, ის უკვე ძალიან მოძველებულია.

სახლში თუ გყავს ცხოველები?

ლიკამ გამაფრთხილა, რადიოში არ თქვა რომ შენი პირველი შვილი ბაქსიაო, მართლაც ასეა, ძალიან მიყვარს, ჩემს დასთან მყავს ჩემი ძაღლი, საკუთარი სახლი აქვს და ამიტომ.

რა არის შენი ჰობი?

ნადირობა, თევზაობა და ცხენი. მეცოდებიან ადამიანები, ვისაც ჰობი არ აქვს. თუ სახლში ჩაიკეტები, იმხელა სტრესია ყოველდღიურობა, უფრო ცუდად გახდები…

სად გრძნობ ყველაზე კომფორტულად თავს?

ტბის პირას, ან ტყის პირას როდესაც თოვს.

დალევა გიყვარს?

სუფრასთან ჯდომა მიყვარს, თუმცა ძალიან ახლობელ ადამიანებში.

ძნელია ცნობილი ადამიანის ტიტულის ტარება?

კარგია, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო.

ვინ არის ადამიანი, ვისაც შეხვდებოდი და კითხვას დაუსვამდი?

შუმახერის ბედი მაღელვებს ძალიან. არ ვიცი რას შევადარო, ის იმდენად მაგარი იყო ჩემთვის, როგორც პიროვნება, როგორც მრბოლელი…. აი ძალიან ბევრ კითხვას დავუსვადი. ვკითხავდი, როგორ ხარ ძმაო თქო, თუ არის კიდევ ცოცხალი, იმდენი ჭორი გავრცელდა ამ ბოლო დროს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

იქნება საახალწლო კონცერტები.

ნოემბერი 17, 2017
-->