„უცხოეთშიც საჭიროა კონტაქტები“ – ქართველი პროდიუსერი საკუთარ შემოქმედებას საზღვარგარეთ გაიტანს

„უცხოეთშიც საჭიროა კონტაქტები“ – ქართველი პროდიუსერი საკუთარ შემოქმედებას საზღვარგარეთ გაიტანს

After-ის სტუმარი პროდიუსერი შაკო ძებისაშვილი, იგივე Spill იყო.

– შაკო, მუსიკით როდის დაინტერესდი?
– ზოგადად მუსიკას რაც შეეხება საკმაოდ დიდი ხნი წინ, დაახლოებით 14 წლის ასაკში. გამოვიარე რამდენიმე ჯგუფი, ვუკრავ ბასზე, გიტარაზე, დრამზე. ალტერნატიული ჯგუფები იყო, რომლებიც დღეს აღარც არსებობს.
რამდენიმე წლის შემდეგ, პრაღაში შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარს, რომელმაც პირველ კლუბურ მუსიკას მაზიარა, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი და გადავწყვიტე, მეც შემესწავლა.
– პროდაქშენით თუ ხარ დაინტერესებული?
– რა თქმა უნდა, მზად მაქვს ლაივები, მაგრამ არ ვჩქარობ ჯერ დარელიზებას. ჩამოყალიბებული არ ვარ ალბომად გამოვცემ თუ არა.
კოლაბორაცია გაქვს ვინმესთან?
– არა, ჯერ-ჯერობით სოლო შემოქმედებით ვარ დაკავებული.
– რა ჟანრში ქმნი მუსიკას?
– ტექნო.
რომელ პროგრამაში მუშაობ?
– Abelton Live-ში. თვითნასწავლი ვარ, გადმოვწერე გატეხილი ვერსია და ვისწავლე.
– დიჯეინგით თუ ხარ დაკავებული?
– ჯერ-ჯერობით მცირე დოზით, ამ ეტაპზე პროდიუსინგი ჭარბობს.
– ამის გარდა რას საქმიანობ?
– ვარ არქიტექტორი და დროის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ პროფესიას მიაქვს, თუმცა მინდა, რომ მუსიკაც ჩემს ყოველდღიურობაში ჩავრთო.
– ზაფხულში რა გეგმები გაქვს?
– წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ ღირს.
– საზღვარგარეთ გასვლას გეგმავ?
– რა თქმა უნდა, ბერლინმა საერთოდ შემომატრიალა. მინდა ჩემი პროდუქტიც გავიტანო საზღვარგარეთ.
– ღამის კლუბებში თუ დადიხარ და რომელს გამოარჩევ?
– გამოვარჩევ „ბასიანს“.
– რაც შეეხება ქართველ არტისტებს?
– მომწონს, ზიტო, ჟორჟიკას ლაივი არის აღსანიშნავი და ა.შ.
– მსოფლიო დონის მუსიკოსებიდან?
– ტომ იორკი Radiohead-დან.
– შენი აზრით, რთულია უცხოეთში თავის დამკვიდრება?
– რა თქმა უნდა, რთულია, ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხსა და გემოვნებაზე. უცხოეთშიც საჭიროა კონტაქტები, ისევე, როგორც ყველგან. ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ შენით მიაღწიო რამეს.
– წარმატებებს გისურვებ.]

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მარტი 27, 2017
-->