სიმღერა, რომლითაც დათო ხუჯაძე ქართულ ესტრადას უბრუნდება

სიმღერა, რომლითაც დათო ხუჯაძე ქართულ ესტრადას უბრუნდება

გადაცემა „ექსკლუზივს“  მომღერალი დათო ხუჯაძე სტუმრობდა, სადაც შედგა მისი და ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ახალი სიმღერის – „ფერები“-ს პრემიერა.

– დათო, შენი ახალი ნამუშევარი რუსულ მუსიკალურ არხებზე აქტიურად ტრიალებს…

– დიახ, ერთი თვეა უკვე გამოვიდა ეს კლიპი და მშვენიერი ნახვები აქვს, რასაც დიდად არც ველოდი, რადგან არ არის თანამედროვე სტილის სიმღერა. ხუთ მუსიკალურ არხზე და შვიდ რადიოში ტრიალებს.

ჩარტებში თუ აქვს წარმატება?

– ასე უცებ ჩარტებში წარმატება შეუძლებელია. ყველაფერი წინ არის.

რაც შეეხება ახალ სიმღერას, რომლის პრემიერაც ჩვენს ეთერში შედგა, მოგვიყევი მასზე.

– „რეზო და ბავშვების“ ვოკალისტის, რეზო ბლიაძის სიმღერაა, რაღაცეები გადავაკეთე, გავაპაპსავე, რათა ნაკლებად პრეტენზიული ყოფილიყო. მემგონი არ შევცდი.

გაგიჭირდა დაყოლიება?

– არა, ასაკს და გამოცდილებას პატივი სცეს (იცინის).

რას გვეტყვი სიმღერაზე?

– პოზიტიური და დადებითი ნამუშევარია, ისეთი, გადართვა რომ არ მოგინდება. ეს იყო ჩანაფიქრშივე.

– ანუ ამ სიმღერით ქართულ ესტრადაზე ბრუნდები…

– ასე გამოდის.

როგორია შენი სამომავლო გეგმები ქართულ ბაზარზე?

– სერიოზული გეგმები მაქვს, არ დავკონკრეტდები, დრო გვანახებს ყველაფერს.

წარმატებებს გისურვებთ.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მარტი 23, 2017
-->