რომა ჯი: რისი სწავლაც შეიძლებოდა ყურებით, ყველაფერი მაქსიმალურად ვისწავლე

რომა ჯი: რისი სწავლაც შეიძლებოდა ყურებით, ყველაფერი მაქსიმალურად ვისწავლე

გადაცემა After-ის სტუმარი რომა ჯინჭარაძე, იგივე რომა ჯი იყო.  საუბარი მისი კარიერის გარშემო წარიმართა.

– დავიწყოთ შენი კარიერის დასაწყისით. რამდენი ხანია, რაც ელექტრონული მუსიკით ხარ გატაცებული?
– დაახლოებით 17 წლიდან ვარ ამ სფეროში, ახლა 24 წლის ვარ. ბათუმელი ვარ და წლების წინ იქ არ იყო იმდენად განვითარებული ელექტრონული მუსიკა, როგორც თბილისში. სადაც რამე ხდებოდა ყველგან დავდიოდი. მოგვიანებით გადავწყვიტე მეც მესწავლა, დავდიოდი კლუბებში და ვცდილობდი აპარატურასთან ახლოს ვყოფილიყავი. რისი სწავლაც შეიძლებოდა ყურებით, ყველაფერი მაქსიმალურად ვისწავლე.

– სად შედგა შენი პირველი დეითი?
– ბათუმშივე შედგა პირველი ივენთი და მერე წამოვედი თბილისში.

– სად იგეგმება შენი უახლოესი გამოსვლები?
– კუს ტბაზე, კლუბ „კიმანოში“ არის დაგეგმილი საღამო, სადაც რეზიდენტი ვარ.

– პროდიუსინგის მხრივ რაც შეეხება, სოლო პროექტებით ხარ დაკავებული თუ კოლაბორაციით?
– ჯერ-ჯერობით ამ თემას არ ვეხები.

– რა საუნდში მოღვაწეობ?
– მელოდიურ ტექნოში. ბევრი ჟანრი შევიცვალე და მოვედი აქამდე.

– ზაფხულში რა გეგმები გაქვს?
– თბილისშიც და ბათუმშიც მაქვს დაგეგმილი გამოსვლები. შავ ზღვისპირეთში „მანდარინში“ და „გეითში“ შეგიძლიათ ჩემი მოსმენა.

წარმატებებს გისურვებ.

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 23, 2017
-->