ქართველი რეპერის სიმღერა, რომელიც ურთიერთობებს ეძღვნება

ქართველი რეპერის სიმღერა, რომელიც ურთიერთობებს ეძღვნება

„ექსკლუზივის“ სტუმარი რეპერი ეკუნა ყანჩაველი იყო, რომელმაც ახალი სიმღერა „What u want“ მოიტანა და მისი პრემიერა სწორედ გადაცემის ფარგლებში შედგა.

ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი, მუსიკა და ა.შ.?
– პირველ რიგში ვიტყვი, რომ სიმღერა ეძღვნება ურთიერთობებს. თავდაპირველად ჩავწერე სიმღერის აკუსტიკური ვერსია, თქვენთან კი რემიქსი მოვიტანე, რომელიც ფორმატს უფრო შეესაბამება. ავტორი ვარ მე, უკვე ჩემს მიერ დაწერილი მეორე სიმღერაა და ვნახოთ, როგორ მოეწონება მსმენელს. რეპი ბავშვობიდან მიყვარს.
რომელიც რეპერები გიყვარს?
– Remy ma, ნიკი მინაჟი, მისი ელიოტი. მამაკაცებიდან ემინემი.
ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?
– ჯერ არ ვარ ალბომისთვის მზად, მინდა კარგად გავაცნო საზოგადოებას თავი და დისკზე მერე ვიფიქრებ.
ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას გეგმავ?
– კი, მინდა ვიდეოს გადაღება. მეტს და მეტს ვაპირებ მომავალში.
წარმატებებს გისურვებ.

გადაცემის აუდიო-ჩანაწერი

მარტი 9, 2017
-->