ქართველი დიჯეი, რომელმაც ახალ პროექტს შვილის სახელი დაარქვა

ქართველი დიჯეი, რომელმაც ახალ პროექტს შვილის სახელი დაარქვა

გადაცემა After-ის რიგით 104-ე გამოშვების სტუმარი მინაგო რაჭველი იყო. შედგა მისი ახალი პროექტის – Adia-ს პრეზენტაცია.

 

– დღეს ჩვენი სტუმარი როგორც Adia ხარ თუ როგორც მინაგო?
– როგორც Adia.
დავიწყოთ მინაგოთი, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი გიცნობს. საიდან იღებს სათავეს შენი კარიერა და როდის დაინტერესდი ელექტრონული მუსიკით?
– 33 წლის ვარ და დაახლოებით 2007-2008 წლებში დავინტერესდი ამ სფეროთი. მანამდე უბრალოდ აქტიური მსმენელი ვიყავი. იმ პერიოდში ელექტრონული მუსიკა დიდად განვითარებული არ იყო.
– სად იყო შენი პირველი გამოსვლა?
– გონიოში კლუბ „Flat”-ში.პირველად სწორედ იქ შედგა ჩემი დეითი. ძალიან ვნერვიულობდი. ნელ-ნელა ვისწავლე, რომ რაც მომწონდა იმისთვის მეტი ყურადღება მიმექცია, ასევე სხვადასხვა ჟანრში მუშაობა.
დღეს რა ჟანრში მუშაობ?
– ჰაუსში დავიწყე თავიდან. ტექნო იმდენად არ მომწონდა, ვიდრე დღეს, შესაბამისად დღეს უფრო ვუსმენ და ვმუშაობ ამ ჟანრში.
ზოგადად რა მუსიკას უსმენ?
– ჯაზი და პანკი მომწონს ძალიან, როკი – არა.
დიჯეინგი სად ისწავლე?
– ცოტ-ცოტა ვისწავლე ჩემი მეგობრებისგან, ასე ერთი კონკრეტული ადამიანისგან არ მისწავლია. მაგალითად პროდიუსინგი ჟორჟიკამ მასწავლა და დიჯეინგი რამდენიმე ადამიანისგან ვისწავლე. მოგვიანებით გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა პროექტი, სადაც ერთ ჟანრზე შევჩერდებოდი და უფრო გაწონასწორებული ვიქნებოდი. პროექტს Adia ჰქვია.
რატომ Adia?
– ჩემს შვილს ჰქვია ანდრია და ასწორედ ასე ვეძახით მე და ჩემი მეუღლე. სხვა არანაირი დატვირთვა ამ სახელწოდებას არ აქვს. მინდა, რომ ჩემი დაწყებული საქმე მან გააგრძელოს.
ანუ გადაწყვეტილი გაქვს, რომ ეს საქმე შეასწავლო?
– კი, აუცილებლად. 5 წლისაა და მალე დრამზე შევიყვან.
პროდაქშენი როდის დაიწყე?
– დაახლოებით სამი წლის წინ. ახლა უკვე ალბომზე ვმუშაობ და ეს საქმე ძალიან დამეხმარა.
– რამდენი სიმღერა შედის დისკში?
– 7.
საზაფხულოდ რა გაქვს დაგეგმილი?
– არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, რადგან დაახლოებით 5 წელია არ მომიცლია საკუთარი თავისთვის, ამიტომ წელს დასვენება გადავწყვიტე, წავალთ GemFest-ზე, სადაც დავუკრავ კიდეც, თუმცა უმეტესწილად მსმენელის როლში ვიქნები მაინც.
– დღესდღეობით როგორც მინაგოს ასევე Adia -ს სახელით მოღვაწეობ?
– არა, მხოლოდ Adia -ს სახელით გამოვდივარ, მინაგო წარსულში დარჩა.
სად შეუძლიათ ადამიანებს შენი მოსმენა?
– „ტივის“ რეზიდენტი ვარ და სწორედ იქ არის შესაძლებელი ჩემი მოსმენა.
თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– რა თქმა უნდა, ჩემს შვილთან. ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. დანარჩენი დრო პროგრამებში ვიქექები და ვცდილობ, სასურველ ჟღერადობას მივაკვლიო და ყოველ ჯერზე უკეთესი ვარიანტი ვნახო.
კოლაბორაცია თუ გქონია ვინმესთან?
– კი, აკა გოგიტაძესთან, ჩემს მეგობართან. სექტემბრიდან ქართულ ლეიბლზე, Dasta-ზე   დავუკრავთ ისევ ერთად.
საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლები თუ გქონია?
– კი, სომხეთში, თურქეთში მქონია, თუმცა მეგობრების წრეში.
–  წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივლისი 11, 2017
-->