ქართველი დიჯეი-გოგონები, რომელთა მოსმენაც წლევანდელ Gem Fest-ზე შეგეძლებათ

ქართველი დიჯეი-გოგონები, რომელთა მოსმენაც წლევანდელ Gem Fest-ზე შეგეძლებათ

გადაცემა After-ის სტუმრები ქართველი დიჯეი-გოგონები, სალომე და დალი იყვნენ, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრეს.
– პირველ რიგში მაინტერესებს, აქამდე რადიოში თუ დაგიკრავთ?
– არა, აქამდე რადიოში არსად არ დაგვიკრავს.
– რატომ ელექტრონული მუსიკა და დიჯეინგი… საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
სალომე:
ყველაფერი დაიწყო ძალიან მარტივად, კონკრეტულად ერთ დღეში არ გადამიწყვეტია, თავისთავად მოვიდა, დავიწყე კლუბებში სიარული, გართობა და მერე უკვე ვიფიქრე, რომ რატომაც არ უნდა მეკეთებინა მეც მუსიკა. ნელ-ნელა დავფიქრდი ამ ყველაფერზე და მივედი კონკრეტულად გადაწყვეტილებამდე.
რომელ ჟანრს უსმენდი თავდაპირველად?
– თავიდან ვუსმენდი ძალიან მძიმე ტექნოს.
სად დადიხარ გასართობად?
– „გალერი“, „მტკვარი“, „ბასიანი“ – სამივე ერთნაირად მიყვარს.
როდის მიხვდი, რომ გინდოდა დაკვრა და არა მარტო მოსმენა?
– ერთხელაც ვიფიქრე, რომ როდესაც ვარ საკმაოდ გემოვნებიანი მუსიკის მსმენელი, რატომ არ შეიძლებოდა თავადაც შემექმნა რამე. მეგობრების აზრიც გავითვალისწინე და დიჯეობა დავიწყე.
– სად დაგიკრავს?
– Gem Fest-ზე დავუკარი, კიდევ სხვადასხვა ღონისძიებებზე.
– რაც შეეხება დალის, როგორც ვიცით უფრო დიდი ხნის გამოცდილება გაქვს…
დალი:
არც ისე, 2 წელია დაახლოებით, რაც დაკვრა დავიწყე. მანამდე უბრალოდ კარგი მსმენელი ვიყავი. მომწონდა კლუბური მუსიკა, მაგრამ იქ სიარული ვერ წარმომედგინა. მალევე შეიცვალა ეს დამოკიდებულება.
დიჯეობა ვინ გასწავლა?
– ბევრმა შეიტანა ამაში წვლილი, მეგობარმა, რომელსაც ჩემი მუსიკა მოსწონდა, გამომიწერა აპარატურა და ჩემი სახლის სახურავზე ვაწყობდით ღონისძიებებს.
როგორც ვიცი, პროდაქშენითაც ხარ დაკავებული…
– კი, ჯერ დიჯეობა დავიწყე და მერე გადავერთე პროდაქშენზე.
რა ჟანრში მუშაობ?
– ძირითადად ტექნოში.
– რატომ გადაწყვიტეთ დუეტში მუშაობა და რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
სალომე:
დაახლოებით ნახევარი წელია. ვცადეთ ერთად დაკვრა, გვაინტერესებდა რა გამოვიდოდა და მოგვეწონა. მეგობრების გარემოცვაში შედგა პრეზენტაცია და მოგვიწონეს, ამიტომ გავაგრძელეთ თანამშრომლობა.
– სახელის დარქმევა არ გიფიქრიათ თქვენი პროექტისთვის?
– არა, რადგან ჩვენ ცალკეც ვუკრავთ და ერთადაც. თუ გადავწყვეტთ მუდმივად თანამშრომლობას, ალბათ რამეს მოვიფიქრებთ.
როგორია თქვენი უახლოესი გეგმები და სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
– უკვე ვიცით, რომ Gem Fest-ის ლაინ-აპში ვართ, ფესტივალის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მათ შორის ჩვენი გამოსვლის თარიღი, მაგრამ რომ გამოვდივართ, ვიცით. რაც შეეხება გასვლით დეითებს, ბაქოში ვუკრავთ ერთ თვეში, მანამდე არაფერი დაგეგმილი არ გავქვს.
ზაფხულში Gem Fest-ის გარდა სხვაგან თუ უკრავთ?
კი, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ამ ზაფხულს ჩვენი მოსმენა შესაძლებელი იქნება.
წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მარტი 13, 2017
-->