პროექტ VooDoo-ს ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს

პროექტ VooDoo-ს ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს

After-ის სტუმრები პროექტ VooDoo-ს დამარსებელი ბაჩო ჩალაძე და პრომოუტერი გეგი ვასაძე იყვნენ. გადაცემის ფარგლებში მათ საკუთარი სიახლის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც გააზიარეს.

– საიდან დაიწყო, ვინ შექმნა და რას ისახავს ეს პროექტი?
ბაჩო:
კონცეფცია ჩამოყალიბდა ძალიან შემთხვევით, სახლში, მეგობრების გარემოცვაში, დაახლოებით 3 წლის წინ. დაიწყო პატარა კლუბებში, მაგრამ თავიდანვე სტარტი ჰქონდა ისეთი, რომ როდესაც ჩამოყალიბდებოდა ცნობილ პროექტად, ფართები და მასშტაბები გაიზრდებოდა.

კონკრეტული ლოკაცია გქონდათ?
– კონცეფციურად გასავითარებელი პროექტია ჯერ კიდევ, დაიწყო პატარით და გრძელდება და მოცულობებშიც იზრდება. დაიწყო „მტკვარზე“, შემდეგ იყო ბათუმის კლუბებში და ახლა ამავე დოზით ვაგრძელებთ.

უცხოელი შემსრულებლები თუ ჩამოგიყვანიათ?
– კი, რა თქმა უნდა.

– ამჟამად ახალ და უკვე დიდ ივენთს გეგმავთ, მოგვიყევით დეტალები…
გეგი:
 2 მარტს, სფეისჰოლში, 23 საათიდან გვაქვს დაგეგმილი ღონისძიება, ჩვენთან ერთად ჩართულია ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანული ლეიბლიც. ქართველი არტისტებიდან გამოვლენ ბაჩო და თომა, სტუმრებს საინტერესო სიურპრიზები ელოდებათ.

თუ გეგმავთ პროექტს ფესტივალის სახე მისცეთ?
ბაჩო:
კი, ეს ვერსიაც განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე მე და გეგისაც კი გვერიდება ამ თემაზე საუბარი (იცინის), თუმცა ამ ზაფხულს არა, მომავალ ზაფხულზე. 2018 წელს სამი დიდი და დასამახსოვრებელი ივენთი გვაქვს დაგეგმილი, რომლებსაც ძალიან ცნობილი ჰედლაინერები ეყოლება.

2 მარტის ღონისძიების შესახებ რა დეტალებს დაამატებდით?
– ბილეთების შეძენა შესაძლებელია eventer.ge-ზე, გაყიდვები უკვე დაწყებულია.

წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

თებერვალი 28, 2018
-->