პაატა ხაჩიძე: „ქუჩის ბიჭები“ შემოქმედებითად დროებით შეჩერებულია

პაატა ხაჩიძე: „ქუჩის ბიჭები“ შემოქმედებითად დროებით შეჩერებულია

გადაცემა „ექსკლუზივის“ სტუმარი პაატა ხაჩიძე იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის „წვიმა მოვიდა“ პრეზენტაცია, რომელიც მომღერალმა დიჯეი ნიკა კვაჭაძესთან ერთად ჩაწერა.

– პაატა, პირველ რიგში როგორ ხარ?
– „თბილისობის“ დღესასწაულმა ჩაიარა და მშვენივრად. ახალი სიმღერა მოვიტანე, მე და ჩემა მეგობარმა, აჩიკო ოშხერელმა ერთად შევქმენით და ალბათ საინტერესო გამოვიდა.

– ალბათ დღესდღეობით მუსიკოსს არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ ახალი სიმღერები ხშირად წარმოადგინოს…
– აბსოლუტურად გეთანხმები, ხელოვანი ადამიანები ყველაზე მეტ შვებას სიმღერაში ვპოულობთ და მიხარია, რომ ახალი ნამუშევარი მაქვს დღეს.

– შენს ახალ სიმღერას „წვიმა მოვიდა“, ძალიან თემატური სახელწოდება აქვს.
– ასეა, ზოგადად, შემოქმედ ადამიანს მუზა სწორედ გარემოდან გამომდინარე მოსდის. მთავარი ის არის, რომ კარგ განწყობაზე ყოფნა წვიმაშიც შესაძლებელია.

როგორ გაატარე „თბილისობა“?
– ერთ-ერთ კლუბში, მეგობრებთან ერთად მქონდა საღამო და ძალიან გავერთეთ.

– შენი ახალი სიმღერა წარმოადგენს დუეტს ნიკა კვაჭაძესთან ერთად. როგორც ვიცი, ის არის დიჯეი…
– დიახ, კლუბში უკრავს ნიკა, სადაც მეც ვმღეროდი და სწორედ იქ გადავწყვიტეთ ერთად გვეთანამშრომლა. სიმღერის ავტორია აჩიკო ოშხერელი, ტექსტი მე და ნიკას გევკუთვნის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო შედეგი მივიღეთ.  ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ სიმღერის შექმნაში აჩიკოს, რომელიც გადაბმულ რეჟიმში მუშაობს სტუდიაში დღესაც და ორი სიმღერა დაგვრჩა გასაკეთებელი ჩემი ალბომისთვის, რომელიც თუ ყველაფერი კარგად იქნება, ახალი წლისთვის გამოვა. მანამდე სოლო-კონცერტზეც ვფიქრობ.

– კონკრეტული ლოკაცია თუ გაქვს მოფიქრებული?
– ზუსტად ჯერ არ გადაწყვეტილა ეს დეტალები.

–  რას საქმიანობს დღეს „ქუჩის ბიჭები“?
– გამოვდივართ ამა თუ იმ ღონისძიებებზე, ჯგუფში ამ ეტაპზე სამნი ვართ, მე, ზურა და ირაკლი, გურამიკო, როგორც იცით, ამერიკაშია. ცალ-ცალკე ყველანი დაკავებულები ვართ, „ქუჩის ბიჭები“ შემოქმედებითად დროებით შეჩერებულია, თუმცა მისი ამუშავების სურვილი ყველას გვაქვს და გვინდა ახალი მასალის შექმნა. იმედი მაქვს, რომ გურამიკოს ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი ძველებურად იქნება.

– ანუ ჯგუფის წევრები სოლო-კარიერისკენ მიდიხართ…
– ამაზე ერთად ვსაუბრობთ და ჩვეულებრივი მოვლენაა თუ „ქუჩის ბიჭები“ დაიშლება. ჯერ-ჯერობით ვცდილობთ, შევინარჩუნოთ. მაგრამ სოლო-კარიერაც ყველას გვაქვს. აქვე მინდა ვთქვა, რომ რაღაც პერიოდის მერე დიდ სოლო-კონცერტსაც გავაკეთებთ, ეს იქნება დიდი შრომის შედეგი.
რაც შეეხება დღევანდელ სიმღერას, მე და ნიკა ვგეგმავთ კლიპის გადაღებასაც, რომელსაც სოციალურ ქსელში გავაზიარებთ.

– მომავალშიც ხომ არ გეგმავთ კოლაბორაციას?
– ჯერ-ჯერობით არ გვიფიქრია, თუმცა ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, ერთ კონცერტზეც გამოვალთ ახალი წლისთვის და ნიკა ჩემს კონცერტზე აუცილებლად დაუკრავს.

წარმატებებს გისურვებ.

ოქტომბერი 20, 2016
-->