ნანკა კალატოზიშვილი: „ორი წელია დავშორდით და პრესაში დღემდე ამაზეა საუბარი”

ნანკა კალატოზიშვილი: „ორი წელია დავშორდით და პრესაში დღემდე ამაზეა საუბარი”

ნანკა კალატოზიშვილი გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა. მან საკუთარ პროფესიაზე და პირადზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იმედიდან“ წამოსვლის მიუხედავად, ამ ტელეკომპანიაში, შეთავაზების შემთხვევაში, ისევ დაბრუნდება…

– ნანკა, ბოლო დროს იშვიათად ჩანხართ ეკრანზე, რატომ მოანატრეთ მაყურებელს თავი?

– საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა გადაცემას. სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ძალადობის თემაზე სასაუბროდ მიმიწვიეს.

– თავად თუ გამხდარხართ როდესმე მსხვერპლი, თუნდაც საკუთარი აზრის გამოხატვისთვის თუ შეგქმნიათ პრობლემები?

– „რუსთავი 2“-ის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შემდეგ გარკვეული პრობლემები შემექმნა, თუმცა დიდხანს არ ვახმაურებდი. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ერთი ოპოზიციური არხი ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს.

– რა რეაქცია გქონდათ, როცა „იმედიდან“ გაგათავისუფლეს?

– ვცადე იუმორით შემეხედა, რადგან არ ვთვლი, რომ აქციაში მონაწილეობით დანაშაული ჩავიდინე, ნამდვილად არ ვიმსახურებდი ამგვარი დამოკიდებულებას და არც გულთან ახლოს მივიტანე.

– „იმედზე“ მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, სამსახიობო კარიერა თქვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. დღეს რას აკეთებთ ამ სფეროში?

– როგორც ყოველთვის თეატრში ვარ და უამრავ სპექტაკლს ვთამაშობ. ჩემთვის თეატრი ის სფეროა, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი ვერ შემიცვლის.

– „იმედზე“ ბოლო თქვენი პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იყო, რომელსაც 4 წელი უძღვებოდით. რამდენად ხშირად მონაწილეობდით სამთავრობო ღონისძიებებში?

– სამთავრობო ღონისძიებები ძალიან იშვიათად მიმყავს, უფრო საახალწლო კონცერტებში ვმონაწილეობ, რაც ძალიან არ მომწონს, რადგან ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულია, ყოველთვის მოუთმენლად ველი ამ დღეს და მირჩევნია საკუთარ თავს დავუთო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ამ დღეს საერთოდ არ ვიმუშავო.

– გწყდებათ გული „იმედზე“ და იმ ადამაინებზე, ვისთანაც წლების მანძილზე თანამშრომლობდით?

– ძალიან არ მიყვარს წყენის დამახსოვრება, ასე რომ არც გულდაწყვეტილი ვარ, მეტიც საინტერესო პროექტს თუ შემომთავაზებნენ, ისევ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

– გქონიათ შემთხვევა, რომ დაცემულხართ და მერე, ისევ ფეხზე დამდგარხართ?

– კარიერის თვალსაზრისით – არასდროს, ცხოვრებაში კი, რა თქმა უნდა, ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა ემოციებისგან დაცლილი, აბსოლუტურ სიცარიელეს გრძნობდა. თუმცა, დიდხანს ასეთი მდგომარეობა არასდროს გრძელდება.

– პიროვნულად როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს, ძლიერი ხართ?

– სუსტი ნამდვილად არ მგონია საკუთარი თავი. ნებისმიერი მძიმე მდგოამრეობიდან სწრაფად გამოვდივარ, ყველაფერს ვაანალიზებ და ვცდილობ არასდროს ჩავარდე დეპრესიაში.

– ყველაზე მეტად რაზე გყწდებათ გული?

– ძალიან არ მიყვარს იმედგაცრუების შეგრძნება. გაბრაზებას, წყენას სწრაფად ვივიწყებ,  იმედგაცრუების შემდეგ, კი, ინტერესს ვკარგავ და ძალიან მიჭირს ისევ კალაპოტში ჩადგომა.

– ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი გაქვთ?

– ბევრი მძიმე ხასიათად ჩემს პირდაპირობას თვლის, თუმცა არ შემიძლია, როცა რაიმეს ვფიქრობ ან საკუთარი აზრი მაქვს ხმამაღლა და პირდაპირ არ ვთქვა.

– ფილმებში რამდენად მოგწონთ გადაღება?

– სამწუხაროდ, არც ისე ბევრ ფილმში ვარ გადაღებული, თუმცა სიამოვნებით ვიმუშავებდი საინტერესო პროექტზე. ბოლო დროს საქართველოში ბევრ კარგ ფილმს იღებენ, რაც ძალიან მახარებს. მიყვარს სხვისის წარმატების გაზიარება. მართალია, ქართველებს უჭირთ სხვისი წარმატების მიღება, მაგრამ მე ძალიან მახარებს ქართული კინოს საერთაშორსო აღიარება, უამრავი ნიჭიერი ადამაინია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ვამაყობ მათი წარმატებით.

– ზოგს ჩვეულებად აქვს აბსოლუტურად უცნობი ადამიანის გაკრიტიკება, თქვენ რამდენად ხშირად ხართ ამგვარი კრიტიკის მსხვერპლი?

– უამრავი საშინელი, არარეალური ისტორია მომისმენია საკუთარ თავზე, ასე რომ, არასრდოს მჯერა, როცა ვინმეს ნეგატიურად აფასებენ. გარდა ამისა, აბსოლუტურად არაა ჩემი საქმე, ვინ როგორია. ზოგადად ძალიან არ მიყვარს სხვისი განსჯა და ჭორაობა, რადგან არასდროს არ იცი, შენი ლაპარაკით რა ზიანს აყენებ.

– რამდენად გიყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა?

– ძალიან მიყვარს. ყოფილა შემთხვევები, როცა ტელეფონს ვთიშავდი და რამდენიმე დღე დედის მეტი არავისთან ვურთიერთობდი.

– სერიოზული სკანდალი გამოიწვია თქვენი და კედოს დაშორებამ.  რა გახდა დაშორების მიზეზი?

– უცნაურია, მაგრამ ორი წელია დავშორდით და პრესაში დღემდე ამაზეა საუბარი. ჩვენი დაშორების მიზეზი პირველ რიგში განსხვავებული ფასეულობები აღმოჩნდა. თუმცა, კედო ძალიან კარგი ადამიანია, რომელთანაც დღესაც ვმეგობრობ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ერთად აღარ ვცხოვრობთ, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ.

– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური მამაკაცი?

– ვფიქრობ, იდეალური მამაკაცი არ არსებობს, ზუსტად ისე, როგორც არ არსებობს იდეალური ქალი. თუ ორ ადამიანს სიამოვნებს ურთიერთობა, ერთმანეთის გახარება და ყოვეთვის მზადა კომპრომისებისთვის, ეს უკვე იდეალური ურთიერთობაა.

– დაოჯახებამდე და შვილის შეძენამდე, მეტი დრო გქონდათ და საკმაოდ აქტიური კლუბური ცხოვრებით ცხოვრობდით, დღეს რა შეიცვალა?

– დღესაც ძალიან მომწონს კლუბების სტუმრობა, თუმცა პრიორიტეტები შეიცვალა და ახლა მთელ თავისუფალ დროს შვილთან ვატარებ.

– რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საკმაოდ რთულია კედოს გარეშე ცხოვრება, რამდენად მართალია ამგვარი განცხადება?

– სიმართლე ვთქვა, მსგავსი არაფერი მითქვამს, ალბათ ვთქვი, რომ რთული იყო დაშორება.

– როგორ უყურებთ დღევანდელ თეატრს, კინოს და ტელევიზიას?

– ბევრი კარგი სერიალის შექმნა იგეგმებოდა, თუმცა, სამწუხაროდ ჩაიშალა. საუკეთესო სერიალად „ჩემი ცოლოს დაქალები“ ვთვლი, რომელიც ნამდვილი რეკორდსმენია, რადგან პოპულარობა ასე დიდი ხნით არცერთ სხვა სერიალს არ შეუნარჩუნებია. სხვათაშორის, ერთ-ერთ სერიაში მეც გამოვჩნდი, მართალია, ჩემი პერსომნაჟის ხაზის განვითარება უნდოდათ, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგან „იმედის“ თანამშრომელი ვიყავი.

– რამდენად მოგწონთ ახალი თაობის მსახიობები?

– ზოგადად, ძალიან კარგი თაობა მოდის და მსახიობებიც ძალიან მომწონს. ყოველთვის მაინტერესებს თეატრში ახალი ადამიანის მოსვლა, რადგან აუცილებლად სიახლე მოაქვს. ვფიქრობ, ახალგაზრდისგანაც საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება, დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად.

– დღეს სად შეიძლება იხილოს მაყურებელმა ნანკა კალატოზიშვილი?

– პირველ რიგში მუსიკისა და დრამის თეატრში, სადაც სპექტაკლებში „მაკბედში“ და „სამი და“ ვმონაწილეობ. ძალიან დამწყდა გული, რომ პაატა ციკოლიას სპექტაკლი „აი იქ“ მოიხსნა, რადგან ძალიან მომწონდა წარმოდგენა და ვფიქრობ, აბსოლუტურად ერგებოდა რეალობას. გარდა ამისა, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში „ქალი ძაღლით“ ვთამაშობ, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს.

– ინტრიგის მსხვერპლი თუ გამხდარხართ როდისმე?

– მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ალბათ, ძალიან გამიმართლა, რადგან ყოველთვის კარგ, ჩემს მიმართ კეთილადგანწყობილ ადამიანებთან მაქვს ურთოერთობა.

– ყველაზე მეტად რა გწყინთ?

– მწყინს, როცა მატყუებენ და რატომღაც ისეთ სულელი ვგონივარ, რომ მოვტყუვდები. არასდროს მწყინს, თუ ჩემზე ჭორაობენ, რადგან მე ყველაზე კარგად ვიცი, სინამდვილეში ვინ ვარ და რას ვაკეთებ. ზოგადად, ადამიანები ძალიან ბევრ დროს კარგავენ ერთმანეთზე ჭორაობითა და ნეგატივის მოგონებით.

– რომელ ცნობილ ადამიანს შეხვდებოდით სიამოვნებით და რას ჰკითხავდით?

– მამას შევხვდებოდი და ალბათ, დიდხანს ვისაუბრებდით სიამოვნებით, რადგან ძალიან ვგავარ მას ხასიათით.

– აქვს თუ არა თქვენს შვილს არტისტული ნიჭი და გსურთ თუ არა, რომ ისიც მსახიობი გახდეს?

– ჯერჯერობით მხოლოდ მღერის. მთავარია, დანი ბედნიერი იტყოს და რა პროფესიას აირჩევს ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.

ნოემბერი 13, 2017
-->