მასობრივად დაკეტილი კლუბები და გაუქმებული ფესტივალები – რუსეთში მუსიკას ავიწროვებენ

მასობრივად დაკეტილი კლუბები და გაუქმებული ფესტივალები – რუსეთში მუსიკას ავიწროვებენ

გადაცემა After-ის სტუმარი Daria Zet იყო.  რუსი წარმოშობის დიჯეი საქართველოში მოღვაწეობს და სამშობლოში არსებულ შეზღუდვებზე საუბრობს. დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

დარია, როგორ მოხვდი საქართველოში?
– ჩამოვედი დასასვენებლად ერთი კვირით და დავრჩი ჯერ ერთი თვით და შემდეგ ერთი წლით.
რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ დარჩი და როგორ მოგწონს კლუბური ატმოსფერო საქართველოში?
– ყველაფერი ერთად. ძალიან საინტერესო ეტაპია ელექტრონული მუსიკის განვითარების მხრივ. სწორედ ის არის, რამ მჭირდებოდა. უჩვეულოდ ლამაზი ქვეყანაა, არაჩვეულებრივი კლიმატით და ხალხით, არჩევანი არ მქონია, უნდა დავრჩენილიყავი.

კონკრეტულად საიდან ჩამოხვედი?
– მოსკოვიდან, სადაც ასევე განვითარებულია ელექტრონული მუსიკა, თუმცა ხელისუფლებასთან არსებული პრობლემების გამო მასობროვად იკეტება კლუბები, აღარ იმართება  ფესტივალები და ა.შ. არ ვიცი, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, შესაძლოა, 2018 წლის ჩემპიონატთან, შესაძლოა, უბრალოდ პოლიტიკური სიტუაციაა ასეთი, მაგრამ სიმართლე ესაა.

–  ახლაც დაძაბული სიტუაციაა?
– დიახ.

რითი ხსნიან ამ ყველაფერს?
– ფაქტობრივად, ახსნა არ აქვს. 2-3 წელია ეს ყველაფერი უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს. მუსიკა რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მას ძალიან ავიწროვებენ.

– ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ჩამოხვედი?
– დიახ და მოხარული ვარ.

როდის შედგა თქვენი დებიუტი კლუბში?
– 11 წლის წინ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კლუბში, მაგრამ ჯერ ჩემი საკუთარი საქმიანობა ჩამოყალიბებული არ მქონდა. 2012 წელს გადავწყვიტე, რომ საკუთარი მუსიკა უნდა გამეზიარებინა.

სად ისწავლე დიჯეინგი?
– ბევრი მეგობარი მყავდა ამ სფეროდან, მაგრამ არ მინდოდა შემეწუხებინა და ამიტომ სპეციალური კურსები გავიარე და საფუძვლიანად ვისწავლე, მათ შორის პროდაქშენიც.

რომელ ჟანრში მოღვაწეობ?
– დიფ-ჰაუსით დავიწყე, მაგრამ დღესდღეობით რაც მელამაზება, ყველაფერი მომწონს. საბედნიეროდ, ჩარჩოებში აღარ ვართ მოქცეულები. რაც მომწონს, იმას ვაკეთებ.

მიწვევები თუ გქონია უცხოეთიდან?
– ჩემი მუსიკალური კარიერა „კაზანტიპზე“ დაიწყო, ვყოფილვარ გერმანიაში, ინდოეთში, გაერთიანებულ საემიროებში, სომხეთში და ა.შ.

– საქართველოში დარჩენას თუ აპირებ და რამდენი ხნით?
– ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით. მაკმაყოფილებს ისიც, რომ ქუთაისიდან ევროპის ბევრ ქალაქში შემიძლია მარტივად გავფრინდე.

დიჯეინგის გარდა, რითი ხართ გატაცებული?
– ღონისძიებების ორგანიზებას ვაკეთებდი წლების წინ, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ეტაპზე აზიით ვარ დაინტერესებული.

უახლოეს მომავალში სად შეიძლება თქვენი მოსმენა?
– მომდევნო კვირას მოსკოვში მივდივარ, სადაც „ჰელოუინის“ დღესასწაულს აღვნიშავთ. ნოემბერში ლისზე მაქვს ივენთი, სხვა ჯერ მეტი არაფერი ვიცი.

ქართული ენა თუ ისწავლეთ?
– რა თქმა უნდა, მინდა ხუმრობები მესმოდეს და ბავშვებს ვეკონტაქტო. რამდნეიმე თვე პედაგოგიც ვიყავი და მინდა განვაახლო ეს საქმე, მაგრამ ცოტა რთული გრამატიკა გაქვთ.

წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთრომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ოქტომბერი 10, 2017
-->