მარიკო ლეჟავა: ლა სკალაში მიხილავთ

მარიკო ლეჟავა: ლა სკალაში მიხილავთ

გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი მარიკო ლეჟავა იყო, რომელმაც ელექტრონულ  დუეტთან -BITHARD ერთად ჩაწერილი დუეტი „Fly” წარმოადგინა.

– მარიკო, მოგესალმები. როგორ განწყობაზე ხარ?
– არაჩვეულებრივზე, რადგან თქვენს ეთერში ვარ.

–  როგორ შედგა შენი და BITHARD-ის კოლაბორაცია და რა გეგმები გაქვს?
– ყველაფერი დაიწყო ფესტივალ Global Gathering-დან, იქ გავიცანი ეს ბიჭები და მალევე გადავწყვიტეთ თანამშრომლობა. დავიწყეთ ჩაწერა და მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები და პროფესიონალები არიან.

ეს იყო საკმაოდ დიდი ექსპერიმენტი, რადგან მსგავსი ჟანრის ქავერიც კი არ მიმღერია, ამიტომ გავრისკე. ძალიან მომეწონა, განსხვავებულია და საკუთარ თავშიც ბევრი რამ აღმოვაჩინე.

– მონაწილეობდი პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“. როგორც მახსოვს, ფინალამდე მიხვედი…
– დიახ, მე, ნინა სუბლატი და ნუკა გვალია, სადაც ნინამ გაიმარჯვა. ამ პროექტით გამოვჩნდი ფართო აუდიტორიის წინაშე და ვისწავლე საკუთარი თავის რწმენა და ის, რომ თუ ადამიანი რამეს მოინდომებს, ყველაფერს მიაღწევს.

– რა მოგცა ამ პროექტმა, როგორ გესახებოდა სამომავლო გეგმები და რეალურად როგორ ხარ ახლა?
– კიდევ განვმეორდები, რომ ამ პროექტმა აღმომაჩენინა ის თვისებები და უნარები, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მქონდა. თუნდაც დიდი აუდიტორიის წინაშე დგომა და ა.შ. ეს იმხელა გამოცდილებაა და ამას რომ გადალახავ, იმდენად გაზრდილი ხარ, რომ ბევრი ვერ ხვდება და მოდის კრიტიკის ქარ-ცეცხლი. 8be4fa2e-b01b-4e47-907e-2684292db2f3

რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა და გაქვს თუ არა მუსიკალური განათლება?

– როგორც დედა ამბობს, 4 წლიდან ვმღეროდი, რაც მე დიდად არ მჯერა (იცინის). ალბათ უფრო ვღიღინებდი. 6 წლის მიმიყვანეს საბავშვო სტუდიაში და სწორედ მას ვუმადლი იმას, რომ სცენის წესები ვიცი, მოძრაობები, ჩაცმულობა და ა.შ.

განათლებას რაც შეეხება, აქამდე არ მქონდა, ჩავაბარე კონსერვატორიაში. ძალიან მრცვენოდა ამ ფაქტის, თუმცა სჯობს გვიან. ჩემი ახლანმდელი დაინტერესება არის კლასიკა, მოვიწამლე“ ამ კუთხით, რადგან ვთვლი, რომ როგორც ჩვენი ესტრადის პროფილი, კლასიკაც არის უდიდესი ენერგიისა და ემოციის ზღვა. ჩემთვის ემოცია უმთავრესია. რაც კი მომიხერხდება, ყველაფერს ვცდი, ამიტომ „ლა სკალაში“ მიხილავთ (იცინის).
BITHARD-თან ერთად თუ გეგმავ კვლავ თანამშრომლობას?
– კი, ნამდვილად ვგეგმავთ ურთიერთობას, მუსიკალურადაც და ისედაც, რადგან ძალიან საინტერესო აღმოჩენაა ეს ბიჭები. გვაქვს ბევრი სიმღერები და იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ და საქართველოს ფარგლებს გავცდებით.

– წარმატებებს გიუსრვებ.

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები იყვნენ რეპერი პაჯო, იგივე ნიკა ბიწაძე და მონიკა. შედგა მათი ერთობლივი ნამუშევრის – „ქუჩაში ერთხელ“ პრემიერა.

– ნიკა, რას საქმიანობ, უფრო კონკრეტულად გვითხარი…
– ვმუშაობ ხმისჩამწერ სტუდიაში ქუთაისში, უმეტესწილად საქველმოქმედო მიზნებისთვის ვმართავ კონცერტებს. ვთანამშრომლობ ქალაქის მერიასთან და გამოვდივარ მათ მიერ დაგეგმილ კონცერტებზე.

– მონიკა, მოგვიყევი რა ჟანრში მღერი და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ერთად?
– პირველად ვცადეთ რეპი და სოული ერთად და მგონი კარგი გამოგვივიდა. მე თითქმის ყველა ჟანრში ვმუშაობ, მაგრამ უფრო სოულში.

2cd50ff3-2f94-4587-955e-0e06774403c3

– ერთმანეთს როგორ დაუკავშირდით?
– დიდი ხანი გვქონდა ამისი სურვილი და ბოლოს ავირჩიეთ ეს სიმღერა და მგონი კარგი გამოვიდა.
სად მღერი და გაქვს თუ არა სოლო-ნამუშევარი ან ქავერი?
– ჯერ არ გამიკეთებია არაფერი ისეთი.

თანამშრომლობის გაგრძელებას თუ აპირებთ?
– რა თქმა უნდა. ეს მხოლოდ დასაწყისი და ექსპერიმენტია.

წარმატებებს გისურვებთ.

ივნისი 16, 2016
-->