ლიკა ქორქია: ტელევიზიაზე არასოდეს მიოცნებია

ლიკა ქორქია: ტელევიზიაზე არასოდეს მიოცნებია

რადიო „ფორტუნაპლუსის” გადაცემის „ვიზიტორი“ სტუმარი ტელეწამყვანი ლიკა ქორქია იყო. რატომ არჩია მედიცინას ჟურნალისტიკა, სად შედგა მისი ტელედებიუტი და რატომ ბაძავდა ის მუდმივად საკუტარ თავს – ამა ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლიკა, პირველ რიგში როგორია განწყობა?

– არაჩვეულებრივი, ამაღლებული. მადლობა ჩემი მოწვევისთვის, დიდი პაუზა გამოგვივიდა და როდესაც დამირეკე და გადაცემაში მოსვლა მთხოვე, ძალიან გამიხარდა.

რომელ პერიოდს შეადარებდი შენს თავს?

– ზაფხულს. არ მიყვარს შუალედური პერიოდები, როდესაც ვერ გაიგებ, ცივა თუ ცხელა. ზამთარსა და ზაფხულს შორის, რა თქმა უნდა, სითბოს ვირჩევ.

როგორ იწყება ლიკას ერთი ჩვეულებრივი დღე?

– იწყება დილით ადრე, მაღვიძენემ ჩემი ძაღლები. ორი მყავს, ერთია იორკშირული ტერიერი და მეორეს ჯიში არ ვიცი, თავშესაფრიდან ავიყვანე. ჰიგიენური პროცედურების მერე ვსვამ ყავას, რომ გამოვფხიზლდე.

ვარჯიშობ?

– დილით ვერ ვასწრებ, მაგრამ დღის მანძილზე აუცილებლად ვცდილობ, 2 საათი მაინც გამოვნახო. ღამის 12 საათზეც მივარჯიშია.

რა არის შენი პოზიტიური განწყობის სტიმული?

– ყოველთვის გადასარევ ხასიათზე ვარ დილით. ყოველი დღე არის სტიმული, რომ შენს თავს მისცე შანსი, გააკეთო რაღაც ახალი და სასარგებლო. ყოველი დღე ბედნიერია.

როგორი ბავშვობა გქონდა?

– ძალიან რეალისტი ბავშვი ვიყავი. რაზეც ვოცნებობდი ყველაფერი ამიხდა. მე და ანი ძალიან განსხვავებულები ვიყავით, ის ცელქი და აქტიური იყო, მე კი ყოველთვის ზედმეტი წონა მაწუხებდა. ბევრი რამ შემეცვალა ბავშვობის მერე, მათ შორის გემოვნებაც. მაგალითად, სულ მაინტერესებდა კულინარია, ახლა კი სრულებითაც აღარ.

დას თუ ბაძავდი?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის მინდოდა მისნაირი მოქნილი და აქტიური ვყოფილიყავი. თუმცა რომ გავიზარდეთ მიბაძვა სხვა მხრივ დავიწყე, მე უფრო აქტიური გავხდი, ის კი დამშვიდდა და დაწყნარდა. ზოგადად, ანუკი სულ მისაბაძი იყო ჩემთვის.

რა პროფესიის ხარ?

– სამედიცინო დავამთავრე. ჩემი აკვიატება იყო, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ყბა-სახის ქირურგია არის ჩემი განხრა.

ტელევიზია როდიდან გაჩნდა შენს ცხოვრებაში?

– „202“ იყო პირველი ტელევიზია, სადაც ძალიან პატარა ასაკში დავიწყე მუშაობა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ეს იყო საქმე, რომელშიც ჩემი თავი აღმოვაჩინე. მაქსიმალისტი ვარ და ვიცოდი, რომ სამედიცინო სფეროში მაქსიმალურად ვერ დავიხარჯებოდი, ამიტომ ეს უკანასკნელი ვარჩიე. სამედიცინო დავამთავრე, დიპლომი ავიღე და იქ დავასრულე ეს საქმიანობა.

პირველ წარმატებას როგორ გაიხსენებდი?

– ეს იყო „რუსთავი 2“-ში, ნინო არაზაშვილმა დამირეკა და მთხოვა, რომ დილით მძღოლს გავყოლოდი ტელევიზიაში. ეს იყო შოკი, უცებ აღმოვჩნდი ნომერ 1 ტელევიზიაში. სწორედ იმ სივრცეს მივაწერ ჩემს პირველ წარმატებას.ზოგადად, ტელევიზიაზე არასოდეს მიოცნებია, ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა, უფრო ღრმა ბავშვობაში კი ვოცნებობდი, ნაყინების დამამზადებელი ქარხანა მქონოდა.

როდესაც ქუჩაში პირველად გიცნეს…

– ძალიან გამიხარდა და დღემდე მიხარია. ვერ ვიგებ იმ ადამიანების, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს. მგონია, რომ იტყუებიან.

ფოტომოდელად გიმუშავია, როგორც ვიცი…

– ესეც სრულებით დაუგეგმავად მოხდა. დედამ მიგვიყვანა მე და ანი, რათა ქალური მანერები გამოემუშავებინა, თუმცა ეს პროცესი სიამოვნებას არ მანიჭებდა და ვერ გავყევი.

ლიკა და თაყვანისმცემლები…

– ყველასთან კარგად ვარ განწყობილი, ვისაც ჩემს მიმართ სიმპათია გააჩნია, თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახლა არაფერი სერიოზული არ ხდება. განსხვავებულად ვუყურებ ამ საკითხს, როდესაც ოჯახს ქმნი, უნდა შექმნა იმ ადამიანთან, რომელთანაც ყოფნა გინდა და არ სხვების დასამშვიდებლად. ამიტომ ეს იქნება მაშინ, როდესაც შესაბამისი დრო მოვა. სასტიკად წინააღმდეგი ვარ ადრეული ქორწინებების და მგონია, რომ ცოტა ევროპული მოდელი სრულიად გამართლებულია ორის ურთიერთობაში. როდესაც ორივე რეალიზებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი?

– ძალიან კარგი იყო, იშვიათად მიწევს ასეთ ამპლუაში ყოფნა და საკმაოდ კარგად ჩაიარა ამ ერთმა საათმა.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მარტი 21, 2018
-->