ლევან სუხიტაშვილი: ცოცხლად ბევრ მოქმედ მომღერალზე კარგად ვმღერი

ლევან სუხიტაშვილი: ცოცხლად ბევრ მოქმედ მომღერალზე კარგად ვმღერი

გადაცემა „ექსკლუზივის“ პირველი ნაწილის სტუმარი მსახიობი ლევან სუხიტაშვილი იყო. შედგა მისი ახალი სიმღერის პრეზენტაცია.

როგორც ვიცი, 90-იან წლებში ჯგუფი გქონდა…
– 17 წლის ვიყავი, როდესაც გავაკეთეთ ჯგუფი, იმ პერიოდში ახალი არაფერი ხდებოდა, ამიტომ ჩვენი აქტივობა კარგად მიიღო საზოგადოებამ.
რას სთავაზობდით მსმენელს ახალს?
– მაგ პერიოდში იყო ჯგუფი „სახე“, რომელიც უზომოდ პოპულარული იყო და მემგონი დღემდე არის. ჩვენი ინსპირაციის წყარო სწორედ „სახე“ იყო. სოულის და ჰიპ-ჰოპის ელემნტები გავაერთიანეთ და გამოვიდა საკმაოდ კარგი რამე.
– რატომ დაიშალა ჯგუფი?
– ძალიან სასაცილო მიზეზია – ცოლები მოიყვანეს ბიჭებმა და აღარ ეცალათ (იცინის). მე დავრბოდი მარტო და ბოლოს დავანებე თავი.
ამდენი წლის შემდეგ მუსიკას დაუბრუნდი. ნოსტალგია გქონდა?
– ნოსტალგია სულ მაქვს, თან ჩემი ძმის პატრონი ცოტა უნამუსო უნდა იყო, რომ სიმღერა დაიწყო. ის, რისი შესრულებაც მინდოდა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახე, ვერ მოვირგე. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც  ჩემი ხმის ტემბრს ზუსტად მოარგო სიმღერა. ეს არის ძალიან კარგი კომპოზიტორი ნატალი გოგობერიძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.

მომღერლობის პრეტენზია არ მაქვს, ჩემთვის ვერთობი და თუ ვინმე მომისმენს, ძალიან კარგი.
გიორგის კონკურენციას გაუწევ?
– ჩემს ძმას და ჩემს დას კონკურენციას ვერასოდეს გავუწევ, ისინი პროფესიონალები არიან.
რა მოლოდინები გაქვს სიმღერასთან დაკავშირებით?
– იმდენად კარგი სიმღერაა, რომ მგონია ბევრს მოეწონება. მოლოდინები არ მაქვს, უბრალოდ მინდა, რომ ხალხი გაერთოს და მიმიღონ ისეთი, როგორიც ვარ.  რაც შეეხება ჩემს ვოკალურ მონაცემებს, ცოცხლად ბევრ მოქმედ მომღერაზე კარგად ვმღერი.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– დავაგროვებ ნატალის რამდენიმე სიმღერას და გამოვუშვებ ალბომად. პრეზენტაცია ბუნებრივია, თქვენთან შედგება. მინდა, რომ ეს გოგო გაიცნოს საზოგადოებამ, რადგან ძალიან ნიჭიერია.
სამსახიობო სფეროში რა ხდება?
– ზაფხულია და როგორც ყველა, მეც შვებულებაში ვარ. ასევე გეტყვით იმას, რომ გავხსენით ბათუმში კლუბი „პონტი“, რომელიც 21 ივლისს გახსნის გიორგი სუხიტაშვილი თავის ბენდთან ერთად, 22 ივლისს კი ირაკლი ფირცხალავა გამართავს საღამოს. გახსნამდე მოეწყობა მსვლელობა ირაკლისთან ერთად, მინდა, რომ პომპეზური იყოს ეს ყველაფერი. კლუბში ცოცხალი მუსიკა იქნება სულ და ლაინ აპი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის მეორე სტუმარი მომღერალი ფიქრია მამფორია იყო, რომელმაც Bithard-თან  დუეტი „Let me fly” ჩაწერა და რომლის პრემიერაც „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა.

ფიქრია: ჩვენი სიმღერა ახალგაზრდული, ცოცხალი და ძალიან ლამაზია, ამიტომ სავარაუდოდ ის ზაფხულის ჰიტიც გახდება.
– მოგვიყევი შენს შესახებ. საიდან იწყება შენი კარიერა და გაქვს თუ არა მუსიკალური განათლება?
– რა თქმა უნდა. ჩემი პირველი ჰიტი იყო „მაფშალია“ – მეგრული სიმღერა. ეს იყო ანაკლიის კლიპი. დღეს მე მოსკოვში ვცხოვრობ, იქ გავიზარდე, თუმცა საქართველოსთან კონტაქტს არ ვწყვეტ.
რუსულ შოუ-ბიზნესში ჩართული ხარ?
– ეგ ცოტა რთულია, თუმცა არის პატარ-პატარა სიახლეები. მაგალითად ამჟამად მაქვს დუეტის შემოთავაზება, რაც ძალიან მახარებს. იქ ყველაფერი უფრო მასშტაბურია, ვიდრე საქართველოში.

მინდა, რომ რაღაც შევქმნა ჩვენი ხალხისთვის, რადგამ აქაურობა ძალიან მიყვარს.


– როგორია განსხვავება ქართულ და რუსულ მუსიკალურ სფეროებს შორის?
– ქართველი მსმენელი ძალიან გემოვნებიანია. აქ გაცილებით რთულია თავი მოაწონო. რუსეთში ცოტა განსხვვავებული მუსიკა უყვართ, უფრო მარტივი. შესაბამისად, აქ მუშაობა ჩემთვის უფრო საინტერესოა, რადგან მეტი კრიტიკა და მოთხოვნები აქვს საზოგადოებას.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– მინდა ჩავწერო რამდენიმე ქართულენოვანი სიმღერა და უფრო გავაქატიურდე ამ კუთხით.
– კონკრეტული მიმართულება და ჟანრი თუ გაქვს?
– სრულიად განსხვავებული სიმღერები მაქვს. ექსპერიმენტებს მომავალშიც ჩავატარებ.
Bithard-თან შენი კოლაბორაცია როგორ შედგა?
– დიდი ხანია, რაც ბორიკო შხიანთან ვმეგობრობ. მისი იდეა იყო დუეტის ჩაწერა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან ძალიან დიდი კომფორტია მასთან ურთიერთობა.
წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივლისი 21, 2017
-->