Legends Way – პროექტი, რომელიც ფინანსურ დაინტერესებაზე არ არის გათვლილი

Legends Way – პროექტი, რომელიც ფინანსურ დაინტერესებაზე არ არის გათვლილი

„ვიზიტორის“ სტუმარი პროდიუსერი ოთო ჭუმბურიძე იყო, რომელმაც გადაცემის ფარგლებში პროექტზე Legends Way ისაუბრა.
საქართველოში პროდიუსინგი რამდენად არის განვითარებული?
– საქართველოში არ ესმით ეს ცნება. ყველას, ვინც თავს ვარსკვლავად თვლის, სჭირდება ადამიანი, რომელიც მას შექმნის, შეფუთავს და მოთხოვნადს გახდის. ჩვენთან ეს ჯერ იმდენად დამკვიდრებული არ არის.
თქვენ უცხოეთში მოღვაწეობთ…
– კი, მაგრამ 2017 წლიდან უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ კარგი კლიპების გადაღებაც შეგვიძლია, კარგი კონცერტის გამართვაც შეგვიძლია და ამაში მე ჩემს წვლილს შევიტან.
წლების წინ საქართველოში ეს სფერო საკმაოდ განვითარებული იყო. როდესაც მამუკა ღლონტმა ლექს-სენი აღმოაჩინა და „სპორტის სასახლე“ ივსებოდა, როდესაც ნატო დუმბაძე მოღვაწეობდა… დღეს ეს ყველაფერი აღარ გვაქვს, როგორ ფიქრობ, რისი ბრალია?
– ახალგაზრდობამ ვერ აღიქვა სწორად ბევრი რამე, ამასთან, მომღერლებს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ბევრი საქმე არ აქვთ, რომ ჰქონდეთ მიხვდებოდნენ პროდიუსერების საჭიროებას.
არსებობს კონკურსები, რომელთა გამარჯვებული ადამიანები პოპულარულები მხოლოდ რაღაც პერიოდი არიან, ამის მერე ისინი სადღაც უჩინარდებიან…
– გეტყვით ამაზეც ჩემს აზრს, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ უნდათ ცნობადობა, მერესტორნე არ უნდა გახდეს ბოლოს. საკმარისია, ერთი ადამიანი კარგად გამოჩნდეს, იმდენად მალე უვარდებათ თავში, რომ პროდიუსერს ქვეშევრდომად უყურებს და არა ადამიანად, რომელმაც რეალურად ის უნდა „გააუმჯობესოს“. სანამ ეს მიდგომა და მენტალიტეტი იქნება, მიდმივად დროებითი ვარსკვლავები გვეყოლება.

– თქვენი აზრით, ვარსკვლავმა კორპორატიულ საღამოზე ან ქორწილებში უნდა იმღეროს?
– კორპორატიულ საღამოზე უნდა იმღეროს კი.
პროექტი Legends Way – მოგვიყევით, რას ემსახურება იგი?
– ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს მუსიკას, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. სხვადასხვა სტილის მოცეკვავეები თავისი მოძრაობით გვიჩვენებენ იმას, რისი გამოხატვაც სურთ.
ოთო, ევროპაში მოღვაწეობ, კერძოდ საფრანგეთში…
– 13 წლიდან 22 წლამდე ვსწავლობდი პროდიუსინგს და ვიმუშავე კიდეც. მერე საქართველოში ჩამოვედი და ახლა მოვიდა ეტაპი, როდესაც ამ ყველაფერს უნდა მივხედო.
როდის ჩამოყალიბდა Legends Way-ის იდეა?
ამირან შალიკაშვილთან, პანტომიმის თეატრში გავიარეთ რეპეტიციები. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ივენთზე, სადაც იქნება Legends Way, გაერთობა ყველა. მე ვარ ამ პროექტის პროდიუსერი. ახლა უკვე ვარჩევთ ადგილს, სადაც პირველ ოფიციალურ ჩვენებას გავმართავთ.
ვის შეეძლება მასზე დასწრება?
– პირველად ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დასწრება და ჩვენი მიზანიც ეგ არის.
– როგორ ფიქრობ, რა მომავალი აქვს ამ პროექტს?
– ეს მსმენელმა და მაყურებელმა იცის. საზოგადოებას ძალიან მოსწონს ამ ეტაპზე, გენერალურ რეპეტიციაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ყველა ელოდება მის გაგრძელებას, იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს პროექტი არ არის ფინანსურ დაინტერესებაზე გათვლილი.
– უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?
– ჯგუფი „სახე“ გახდა 20 წლის. ვაპირებ დავეხმარო ამ იუბილეს აღნიშვნაში და კარგად დაგეგმვაში.
– წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მარტი 23, 2017
-->