კითხვა, რომელსაც ბექა ონიანი მარკ ცუკერბერგს დაუსვამდა

კითხვა, რომელსაც ბექა ონიანი მარკ ცუკერბერგს დაუსვამდა

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი „კომედი-შოუს“ მსახიობი ბექა ონიანი იყო. საიდან მოხვდა „კომედი შოუში“, რომელი იყო პირველი როლი და როგორ ხვდება ახალ წელს – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– როგორ მოხვდი „კომედი შოუში“?
– მე-7 წელია უკვე, რაც „კომედი შოუს“ მსახიობი ვარ. „მან სან კანში“ ვღებულობდი მონაწილეობას და სწორედ იქიდან გავიცანი და დავმეგობდრი ამ ადამიანებთან. მას შემდეგ ვარ ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

რომელი იყო პირველი როლი?
– ეს იყო ღვინის ფესტივალზე ერთ-ერთი დეგუსტატორის როლი. ძალიან კარგად მახსოვს დეტალებიც კი. მახსოვს, რომ ძალიან ვღელავდი, როგორ მიმიღებდა მაყურებელი და როგორ შემიწყობდა ხელს განვითარებაში.

როგორ არჩევ პერსონაჟებს?
– შეიძლება მსგავსი ტიპის ადამიანს შეხვდე, მაგრამ ყველაფერს ვერ გადმოიღებ ადამიანისგან  100%-ით. მე კონკრეტული ადამიანის პაროდიას არ ვაკეთებ. ზოგის ხასიათი მაქვს აღებული, ზოგის გარეგნობა და ა.შ.

სცენარის გარეშე იმპროვიზაციას თუ აკეთებ შენით?
– რა თქმა უნდა. რეპეტიციაზე შეიძლება სხვანაირად თქვა და გადაღებაზე სხვანაირად. განსაკუთრებით სტიმული მაშინ არის, როდესაც მაყურებელი გიღიმის.

თქვენი ცნობილი სერიალი „ვნებების ჭუჭრუტანაში“ თუ გაგრძელდება?
– ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის, მაგრამ არანაკლებ საინტერესო და სახალისო სიახლეებს შემოგთავაზებთ.

იუმორთან შეხება მანამდე თუ გქონია?
– მუდო ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ და იუმორი ყოველთვის მქონდა, მუდმივად ვმაიმუნობდი რაღაცეებს. სხვათაშორის, სკოლის პერიოდში სცენის პანიკური შიში მქონდა. როდესაც გავრისკე, გამიმართლა და სწორედ ასე გავყევი ამ გზას.

თქვენს მომავალ კონცერტებზე რას გვეტყვი?
– არაჩვეულებრივი კონცერტი გელოდებათ. იქნება მევრი სიახლე, მხიარულება და სიურპრიზი. ბოლომდე ვიხარჯებით, რათა კარგი შოუ ვაჩვენოთ.

– ახალ წელს როგორ ხვდები?
– ცოტა დაღლილი ვარ ხოლმე ახალი წლისთვის. ძირითადად სახლში ვერ ვხვდები, მაგ მხრივ არ მიყვარს ახალი წელი, რომ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად ვერ ვხვდები, მაგრამ ზოგადად ეს დღესასწაული ძალიან კარგია.

საჩუქრებსთუ უკეთებ ოჯახის წევრებს?
– კი, მიყვარს საჩუქრები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებულ საჩუქრებს ვუკეთებ ხოლმე. უფრო სიმბოლურებს.

სამზადისში თუ ეხმარები?
– ვცდილობ, თუმცა დიდი წვლილი ვერ შემაქვს.

მკვეთრად დაიკელი წონაში…
– კი, მოვინდომე და 27 კილო მაქვს ამ დროისთვის დაკლებული. გაგიკვირდებათ და მხოლოდ სწორი კვებით შევძელი. რაღაც განსაკუთრებული დიეტა არ გამიკეთებია და არ მიშიმშილია.

რამ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?
– დამღალა ზედმეტმა წონამ და ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ.  ყველაფერზე ცუდად მოქმედებდა უკვე.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ოჯახის გარდა არსებობს ორბეთის ტყე, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა.

– რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– მოძრაობის წესების დარღვევა.

თამადობა თუ გიყვარს?
– არა, ვერ გამოვირჩევი ამ ნიჭით. მხოლოდ ოჯახის წევრების გარემოცვაში პატარა სუფრებზე, სხვა მხრივ არა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ბევრს ვსვამ, მაგრამ ასე არ არის.

რომელ ცნობილ ადამიანს გაიცნობდი პირადად?
– მარკ ცუკერბერგს, „ფეისბუქის“ დამაარსებელს და ერთ კითხვას დავუსვამდი: „როგორ?“ (იცინის)
წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემი აუდიო ჩანაწერი

დეკემბერი 20, 2017
-->