კახაბერი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ქართული

კახაბერი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ქართული

გადაცემა After-ის სტუმარი კახაბერი იყო. საუბარი მისი ამჟამინდელი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ წარიმართა.

 

– დავიწყოთ შენს ახალ პროექტებზე საუბარი და შევეხოთ პროდაქშენს, სამომავლო გეგმებს…
– მივესალმები მთელს საქართველოს, ადამიანებს, რომლებსაც უხარიათ ყველაფერი ქართული და შესაბამისად, გვისმენს. დიდი მადლობა, რომ მუსიკის გაზიარების საშუალებას მაძლევთ.
პირველ რიგში დავიწყებ იმ ინფორმაციით, რომ „იმედმა“ დაიწყო მუსიკალური კოლექციის შექმნა, რაც ძალიან კარგი წამოწყებაა. საინტერესო ადამიანები, მუსიკოსები ყოველ პარასკევს წარადგენენ თავის ნამუშევრებს, მისცა სატელევიზიო დრო ადამიანებს და ეს ძალიან დასაფასებელია. თუ შემოქმედებას რეალიზაცია არ ექნება, ის აუცილებლად მოკვდება. შესაბამისად, ადამიანებსაც აღარ აქვთ შექმნის სურვილი, რაც ძალიან ცუდია. მთელი ზაფხულის განმავლობაში ეს ნამუშევრები იტრიალებს ეთერში გადაცემებს შორის, რისიც ძალიან მოხარული ვარ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ქართული. მიყვარს მრავალფეროვნება და სხვადასხვა მიმდინარეობა.

 

– უახლოეს მომავალში კოლაბორაცია თუ გაქვთ დაგეგმილი?
– კი, მაქვს ერთი ძალიან მაგარი კოლაბორაცია. სამწუხაროდ ვერ გაგიმხელთ დეტალებს, მაგრამ რამდენიმე დღეში გაიგებთ ყველაფერს. შედგება ძალიან ხმაურიანი პრემიერა. ამის მერე ერთ კვირაში შედგება ამ პროექტის კლიპის პრემიერაც.
გეგმებს რაც შეეხება, 13 მაისს ბათუმის „ინტურისტებში“ მე და ხანუმებს გვაქვს კონცერტი, სადაც ჩემი სამოსის პირველი შოურუმიც მოეწყობა.

27-ში გვაქვს ძალიან დიდი კონცერტი კიევში, რომელსაც ქართული დიასპორა უკეთებს ორგანიზებას და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოუ იქნება.

 

როდესაც საზღვარგარეთ ხარ, რითი ხარ დაკავებული?
– ვმოგზაურობ, ვმუშაობ.

 

– ზაფხულში რა გეგმები გაქვს?
– წელს ბათუმში ყველაზე მეტ კონცერტს ვგეგმავთ ხანუმებთან და არამარტო მათთან ერთად. „სექტორ 26“-ში უკვე დანიშნულია რამნდენიმე კონცერტი, ასევე ჩემი ლაივ-სეტები, ასევე ის პროექტი, რომელსაც ჯერ ვერ ვასახელებ და რომელსაც მალე გაიგებთ.

ასევე აქტიურად ვმუშაობ ჩემს ლოგოზე და ბრენდზე, რომლის ნიშნის ქვეშაც მინდა ხარისხი მოიაზრებოდეს. ვგეგმავ ნიჭიერი ახალგაზრდების შემოკრებასაც, რომლებიც ჩემი ბრენდის ქვეშ გაერთიანდებიან და მის პოპულარიზაციაზე იზრუნებენ.

 

წარმატებებს გისურვებ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

მაისი 11, 2017
-->