ჯორჯ ერგემლიძე: საქართველოში მუსიკით ცხოვრება შესაძლებელია

ჯორჯ ერგემლიძე: საქართველოში მუსიკით ცხოვრება შესაძლებელია

„ექსკლუზივის“ სტუმარი მომღერალი ჯორჯ ერგემლიძე იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი ახალი სიმღერის „Violet star“ პრემიერა.
– ბოლო დროს ჯორჯ ერგემლიძე გახდი. ეს რამე ცვლილებებთან არის დაკავშირებული თუ უბრალო დამთხვევაა?
– არა, ზოგადად მიყვარს ცვლილებები, პლუს ამას, ის გიორგი მოვკალი და დარჩა ჯორჯი.

ახალ სიმღერაზე გვესაუბრე…
– მე მეკუთვნის ეს სიმღერა, ჩავწერე ჩემსავე ხმისჩამწერ სტუდიაში. ჟანრი არის ცოტა რეტრო და ცოტა თანამედროვე, მინდოდა ყოფილიყო საყოველთაო ჟღერადობის. 2 თვე ვაკეთებდი კლიპს, რომელიც ნინო მაღლაკელიძესთან ერთად შევქმენი, ის არის კლიპის მხატვარი.

რა არის სიმღერის გამოხატულება?
– სიმღერაში ჩავდე ის, რასაც მაშინ ვგრძნობდი. არ ვიცი სხვები როგორ მუშაობენ, მაგრამ სიმღერის დასაწერად კონკრეტული განწყობა არ მჭირდება. უბრალოდ მომწონს რასაც ვაკეთებ.

ალბომი გაქვს გამოცემული?
– კი, სამი ალბომი მაქვს. iTunes-ზე დევს, ფიზიკურად დიდად არ ვცდილობ, რომ გამოვიდეს და გაყიდვაში მოვაქციო.

– შენი აზრი დღევანდელ ქართულ შოუ-ბიზნესზე…
– არ ვფიქრობ უმრავლესობის მსგავსად, თითქოს არაფერი არ ხდება. ჩემი აზრით, რამდენიც ვართ და როგორც ვართ, ისე მიდის ყველაფერი. მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ საქართველოში მუსიკით ცხოვრება შესაძლებელია და შესაძლებელია აკეთო ისეთი მასალა, რომ უცხოურ რადიოებშიც დატრიალდეს.

– შენც გაქვს მსგავსი ისტორია, მოიგვიყევი…
– კი, ერთ დღეს შევედი „ფეისბუქზე“ და ინბოქსში დამხვდა ერთ-ერთი ბრიტანული რადიოსადგურის თანამშრომლის მოწერილი, ჩემი სიმღერის ეთერში დატრიალებასთან დაკავშირებით, რასაც სიხარულით დავთანხმდი. დღემდე მაქვს კონტაქტი და სამომავლო გეგმებიც მაქვს მათთან დაკავშირებით. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ რადგან საქართველოში ვცხოვრობთ, აუცილებლად გაჩერებული უნდა იყო ერთ ადგილზე.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

თებერვალი 23, 2017
-->