ჰქონდა თუ არა ქეთი ხუციშვილს რომანი ცოლიან მამაკაცთან

ჰქონდა თუ არა ქეთი ხუციშვილს რომანი ცოლიან მამაკაცთან

„ვიზიტორის“  სტუმარი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ქეთი ხუციშვილი იყო. როგორ მოხვდა სერიალში, რა ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა მოუწია და ჰქონდა თუ არა რომანი ცოლიან მამაკაცთან – ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუად შეიტყობთ.

ქეთი, როგორია განწყობა?
– მადლობა ჩემი მოწვევისთვის. განწყობა არაჩვეულებრივია.
როგორც ვიცი, არ ხარ პროფესიონალი მსახიობი… როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
– ქალბატონმა ქეთი დევდარიანმა აღმომაჩინა,  რომელმაც ჩემი დის მიერ „ფეისბუქზე“ დადებული ვიდეო ნახა. მოხდა ისე, რომ აღმოვჩნდი „ჩემი ცოლის დაქალებში“.
როგორ შემოგთავაზეს სერიალში მონაწილეობა?
– ემოციურად ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. თავიდან, როდესაც ჩემმა დამ მითხრა, მაშინვე უარი განვაცხადე მონაწილეობაზე, რადგან შემეშინდა ძალიან ბევრი რამის, მათ შორის საზოგადოების დამოკიდებულების, მაგრამ ჩემი დის დაჟინებული თხოვნით ვცადე და გამომივიდა.

თავიდან ეპიზოდურ როლში მოვიაზრებოდი, მაგრამ გაამართლა და ერთ-ერთ მთავარ როლზე დამამტკიცეს. ვერ გეტყვით, როგორი ემოციები მოჰყვა ამ ყველაფერს.


„ლუნას“ ტერმინოლოგია როგორ აითვისე?
– მთელი ბავშვბობა ქართლში გავატარე, ზაფზულობით ჩავდიოდი ხოლმე და იქაური ცხოვრება ჩემს თვალწინ ვითარდებოდა. ინტონაციაც, კილოც და ყველაფერიც ძალიან ახლოს იდგა მუდმივად ჩემთან. მერე აღმოჩნდა, რომ პაროდიებსაც კარგად ვაკეთებდი.
მსახიობობაზე თუ გიოცნებია?
არასოდეს ამაზე არ მიფიქრია. ზოგადად, ოცნება არ მიყვარს, უფრო რეალისტი ვარ. იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, რომ ვერ გადმოვცემ. ცხოვრება სიურპრიზებით არის თურმე აღსავსე.

– გქონია თუ არა ცხოვრებაში რთული პერიოდი?
– ძალიან ბევრი. დეპრესიები და ა.შ. გახსენებაც არ მინდა ბევრი რამის.

ერთ-ერთი იყო შვილის გარდაცვალება…
– კი, შვილიც, დაც, რომელიც ჩემი გათხოვების დღეს ავარიაში დაიღუპა. სამი წლის მერე მეორე შვილი მეყოლა, რომელიც დღეს 15 წლის არის. ყოველთვის მეგონა, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ თურმე ძლიერი ვყოფილვარ.

დეპრესიული ხარ?
– კი, მაგრამ ვცდილობ ადამიანებთან ვიკონტაქტო და ასე დავძლიო სირთულეები. ვისაც დეპრსია გამოუცდია, დამეთანხმება, რომ ეს არის საშინელება. ალბათ ის მშველის, რომ შინაგანად ძალიან ოპტიმისტი ვარ.

შვილთან ერთად მარტო ცხოვრობ?
– კი, მე და ჩემი შვილი ვართ. მეუღლეს დავშორდი.

რატომ დაშორდით?
– დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ ვერ გავუგეთ. ბანალური პასუხია, მაგრამ კარგად რომ ვყოფილიყავით არ დავშორდებოდით.

დღეს თუ გაქვთ კონტაქტი?
– არანაირი. არც მე და არც ბავშვს, თუმცა ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა. არ ვიცით სად და როგორ არის.

შვილი როგორ აღიქვამს შენს პოპულარობას?
– უხარია, მაგრამ ძალიან გაწონასწორებულია ჩემგან განსხვავებით. მე უზომოდ ემოციური ვარ, თუმცა ვაღიარებ, რომ დიდად არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რომელიც სულ გამოიხატება.

შენიშვნებს თუ გეუბნება?
– არა, მოსწონს და ბევრს იცინის ხოლმე.

სამზარეულოში ფუსფუსი თუ გეხერხება?
– კი, ცომის გარდა ყველაფერი ვიცი. ბოლო-ბოლო შვილი მყავს და ვალდებულიც ვარ.

თაყვანისმცემლებს თუ პასუხობ სოციალურ ქსელში?
– კი, ვცდილობ უპასუხოდ არავინ დავტოვო.

როგორია შეყვარებული ქეთი?
– მე ძალიან მომწონს ჩემი თავი შეყვარებული, რადგან ყველაფერი მიხარია, დღის ყველა მონაკვეთი, ყავის დალევა და ყველაფერი საერთოდ.

– როგორც ვიცი, მეუღლის დაშორების შემდეგ გქონდა სასიყვარულო ისტორიები…
– კი, იყო რამდენიმე, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დასრულდა.

რატომ?
– არ ვიცი, ასე ხდება. ისეთ კონდიციამდე მისულა ურთიერთობა, რომ იძულებული ვყოფილვარ წავსულიყავი, სრულიად მშვიდობიანად.

ცოლიან მამაკაცთან თუ გქონია ურთიერთობა?
– კი, ყოფილა ასეთი შემთხვევაც, თუმცა როდესაც გამიგია, რომ ცოლიანია, ასევე მშვიდად დამისრულებია ყველაფერი.

როგორია შენთვის სასურველი მამაკაცი?
– ვერ ვიტყვი ასე. რომ შევხვდები და გავიცნობ, ვგრძნობ, ეს ადამიანი შემიყვარდება თუ არა.

სიყვარულისთვის სიგიჟეები თუ ჩაგიდენია?
– ვისთვის სიგიჟე და ვისთვის არა. იმ მომენტში ვერ ხვდები, რას აკეთებ. მე ალბათ ჩამიდენია.

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დილა?
– ვდგები, ჯერ წყალს და  შემდეგ ყავას ვსვამ, რომ ცოტა გამოვფხიზლდე, განსაკუთრებით თუ გადაღება მაქვს.

როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– უმაგრესი, აღარ მინდა წასვლა. დაამატე ერთი 20-25 წუთი (იცინის).

წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი

იანვარი 24, 2018
-->