გიორგი ნაზღაიძე: ჩემი ქვეყანა არ მაძლევს მეტის გასაქანს

გიორგი ნაზღაიძე: ჩემი ქვეყანა არ მაძლევს მეტის გასაქანს

გადაცემას „ვიზიტორი“ გიორგი ნაზღაიძე ესტუმრა. როგორია გიორგის ცხოვრება დღეს, არის თუ არა ის ალფონსი, ანებივრებენ თუ არა ქალები და რატომ აღიზიანებს მას პაატა თედიაშვილი – ამ და სხვა თემებზე მას გადაცემის წამყვანი გიგა ბატკუაშვილი ესაუბრა.

ხარ მოდელი და ძალიან სკანდალური ადამიანი…

ვარ ბებერი მოდელი და არ ვარ სკანდალური ადამიანი, მე ვარ უბრალოდ პირდაპირი, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. ვარ კეთილი, რაც ბევრს უკვირს.

დღეს როგორია გიორგი ნაზღაიძის ცხოვრება?

ღმერთის, მეგობრების, ოჯახის წყალობით კარგად ვარ. ჩემი ქვეყანა არ მაძლევს მეტის გასაქანს. რაც არის ამ ეტაპზე, ვერ ვიტყვი რომ ეს ცუდია.

არ გყოფნის ის შემოსავალი რაც გაქვს?

შემოსავალი ცალკე თემაა და თავის რეალიზება სხვა რამეა. შესაძლოა გქონდეს კარგი ანაზღაურება, მაგრამ ეს არ იყოს შენთვის კომფორტული. მე ვიყავი კომფორტულად რადიოშიც, ტელევიზიაშიც და მენეჯმენტშიც. ყველას ჰგონია რომ ძვირადღირებული წამყვანი ვარ, მაგრამ ასე არ არის. ვიცი, რომ აქაც იღებენ ძალიან დიდ თანხებს, მაგრამ ეს მარაზმია.

იყო პერიოდი, როდესაც შენ დატოვე საქართველო…

როდესაც ჩემი ქვეყანა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავსაქმდე და შევინახო ჩემი ოჯახი, წავალ ნებისმიერ გზაზე. რუსეთიდან მქონდა კარგი შემოთავაზება, მქონდა სხვადასხვა გადაღებები, რომლებსაც ჯერ მე ვერ გამოვაქვეყნებ, გარდა ამისა, იყო რამდენიმე რესტორანი, რომლის მართვაშიც ვეხმარებოდი ჩეს მეგობრებს. სტაფის მომზადება იყო ჩემი საქმე.

რის ხარჯზე ცხოვრობს გიორგი ნაზღაიძე, ამ თემით ხშირად ინტერესდებიან ადამიანები, ამბობენ, რომ ქალები განებივრებენ…

– მე სხვისი ცხოვრება არ მაინტერესებს. არ მესმის, რატომ აინტერესებთ ეს თემა. ქართველი ერი გახდა თავხედი ერი. სხვის დასანახად უჭირავს ყველას „აიფონი“ და არ აქვთ ანგარიშზე, კარგი მანქანით ივლის და გაზზე გადაიყვანს და მოწევს პარლამენტს. მე ჩემი მეგობრებისა და ოჯახის დახმარებით არ მიჭირს.

გიორგი ნაზღაიძე არის ალფონსი?

– მე მიმაჩნია, რომ ეს გაცვეთილი თემაა და არასოდეს არ მქონია ამ საკითხზე რეაქცია. მე ვიცი, ეს იარლიყი რა კატეგორიის ადამიანებმა მოიფიქრეს… მე ჩემი ოჯახისა და სამეგობროს იქით არ გავდივარ, ალბათ ამიტომაც ამბობენ ჩემზე ამას. დღეს მე ვმუშაობ უძრავი ქონების კომპანიის პიარის სამსახურში. მაქვს სამსახური, მაქვს შემოსავალი. პიარი ნამდვილად არის ჩემი საქმე.

თუ არის შენს ცხოვრებაში ქალბატონი?

ყოველთვის ვსაუბრობდი ხოლმე პირადზე, იმიტომ, რომ მეგონა სხვებსაც უხაროდათ. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ასე არ მოხდა და მივხვდი, რომ პირადი უნდა დამალო. ბედნიერება უნდა დამალო, რადგან ხშირად მტრები არიან ის ადამიანები, ვინც შენს გვერდით დგანან. ამ ეტაპზე არავინ არის ჩემს ცხოვრებაში.

გადაუხდიათ შენში ქალებს სექსისთვის ფული?

არა. ამის საჭიროება მე არ მაქვს.

რამდენიმე წლის წინ შიშველი ფოტოსესია მოაწყე, რატომ?

ნიუ–იორკული სამოდელო სააგენტოსთვის იყო ეს ფოტოსესია განკუთვნილი. მე ვარ პირველი მამაკაცი, რომელმაც სამოდელო სფეროში მოახდინა გადატრიალება და სულ შიშველი გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.

მეგობრები გყავს?

ცოტა მეგობარი მყავს. ვისთანაც შეიძლება ნამდვილი მეგობრობა, მხოლოდ მათთან ვმეგობრობ, ჩემს სამეგობრო წრეში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიღიმოდნენ, მაგრამ ზურგს უკან ძირს მითხრიდნენ. ბოლოს ივენთ კომპანიაში ვმუშაობდი და ძირს ყოველდღიურად მითხრიდნენ, მიხდიდნენ კაპიკებს საკუთარი მეგობრები და დანარჩენს მპარავდნენ. ჩემს ჯიბეში ხელის ჩადებას არავის არ ვაპატიებ.

რამდენიმე დღის წინ პაატა თედიაშვილს „დაახურე თავზე“…

პირადად არ ვიცნობ, პიროვნულად არ შევხებივარ, მე შევეხე იმ თემას, რისთვისაც მიმიწვიეს გადაცემაში. მე არ მომწონს ეს სტილი, სიმღერა, რომელშიც არ არის ნორმალური სიტყვები. რითი გახდა პაატა თედიაშვილი პოპულარული? ნიჭით თუ საზოგადოების დაცინვით? რისი თქმაც ბევრს უნდოდა, მე პირდაპირ ვთქვი. ეს ტელესივრცის ბრალია, რომ იწვევენ არა ნიჭიერ ადამიანებს, არამედ პაატასნაირებს. ხდება საზოგადოების შეგნებულად დაჩლუნგება. მე არ მაინტერესებს რა ხდება რუსეთში, მე მაინტერესებს ჩემი ქვეყანა. უნდა იყოს მახინჯი გასართობი გადაცემა, მაგრამ არა ყველა არხზე.

წარმატებებს გისურვებ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

დეკემბერი 6, 2017
-->