ღონისძიების ჰედლაინერი Oscar & the Wolf იქნება – Monument Events ახალი გამოწვევებით ბრუნდება

ღონისძიების ჰედლაინერი Oscar & the Wolf იქნება –  Monument Events ახალი გამოწვევებით ბრუნდება

გადაცემა After-ის ახალი სეზონის პირველი ეთერი Monument Events-სა და 12 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებას დაეთმო, რომლის Line up-ის ჰედლაინერი ბელგიური ბენდი Oscar & the Wolf იქნება. ,,ფორტუნა პლუსის” სტუდიას ივენთ ჯგუფის დამფუძნებლები, გიორგი და დავით კვაშილავები სტუმრობდნენ.

– 12 ოქტომბრის მოლოდინში ვართ. მოგვიყევით, როგორ მოხდა ბენდთან დაკავშირება, საიდან წამოვიდა ეს იდეა?

გიორგი: იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს Oscar & the Wolf საქართველოში ძალიან პოპულარულია მივიღეთ გადაწყვეტილება დავკავშირებოდით სააგენტოს, რომელთანაც ისეთი ვარსკვლავები თანამშრომლობენ, როგორებიც ბრუნო მარსი, სტრომაი და სხვები არიან. სირთულის მიუხედავად მოლაპარაკები შედგა.

სად გაიმართება საღამო?

– ივენთი ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში, ცოტნე დადიანის 32 ნომერში ჩატარდება. კარი 8 საათზე გაიღება, კონცერტი კი 10-ზე დაიწყება.

ვინ იქნებიან Line up-ის სხვა არტისტები

– სთეიჯზე ასევე ერეკლე დეისაძე, Ten Walls და უკრაინელი Smailov გამოვლენ.

 ბილეთების შეძენა როგორ ხდება და რა აქციები მოქმედებს საღამოზე დასწრების მსურველთათვის

დავითი:  ბილეთები იყიდება eventer.ge-ზე. ბილეთების რაოდენობა ლიმიტირებულია. გვაქვს რამდენიმე აქცია, მათ შორის 60 ლარიანი ბილეთები სტუდენტებისთვის 40 ლარი ღირს. აპლიკაციის Veon Georgia გამოყენებით, მსმენელი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ბილეთები გაიყიდება, სავარაუდოდ, კარზეც, თუ, რა თქმა უნდა, იქამდე Sold Out არ გამოვაცხადეთ, რადგან მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ

გიორგი: აბსოლუტურად გადავერთეთ ელექტრონულ მუსიკაზე და ნელ-ნელა ვვითარდებით. ვგეგმავთ ბევრ ივენთს უამრავ ცნობილ არტისტთან ერთად. მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ამიტომ ვინაობას ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მუსიკოსი საქართველოში აქამდე არ ჩამოსულა. ჩვენი მომხმარებლები სიახლეებს ,,ფეისბუქ” გვერდიდან შეიტყობს.

დავითი: Monument Events ეს არის ურთიერთობა, რომელიც შეიქმნა ხალხის სიამოვნებისთვის. ჩვენი მიზანია ბაზარზე ჩამოვყალიბდეთ როგორც ხარისხიანი და საინტერესო კომპანია, შესაბამისად ელოდეთ უფრო დიდ ღონძიებებს, რომლებზეც სრულიად ამიერკავკასია ილაპარაკებს.

წარმატებებს გისურვებთ!

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ოქტომბერი 9, 2018
-->