Eknor – ქართველი თვითნასწავლი დიჯეი, რომელიც მინიმალისტურ ჟანრში მოღვაწეობს

Eknor – ქართველი თვითნასწავლი დიჯეი, რომელიც მინიმალისტურ ჟანრში მოღვაწეობს

After-ის სტუმარი ეკო ცეცხლაძე, იგივე დიჯეი Eknor იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი დიჯეი-სეტის პრეზენტაცია.

ეკო, დიჯეინგით როდიდან დაინტერესდი?

– ჩემი სიყვარული მუსიკისადმი ღრმა ბავშვობიდან იწყება. შემდეგ შევიცვალე სკოლა, ქალაქი, რამაც დროებითი პაუზა გამოიწვია. შემდეგ შემხვდა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, დიჯეი რემბო, რომელმაც ამ სფეროში დამაკვალიანა და სწორედ ასე დაიწყო ურთიერთობა ელექტრონულ მუსიკასთან.

– დიჯეობა რამ გადაგაწყვეტინა?

– ისევ და ისევ ბავშვობას უკავშირდება ეს ყველაფერი. როდესაც ეს სფერო განვითარდა, მივხვდი, რომ მხოლოდ გართობის დონეზე არ მინდოდა მქონოდა.

დიჯეინგის გარდა პროდაქშენით ხარ დაკავებული…

– დიახ, გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ გავაკეთე ჩემი პირველი თრექი, რომელიც სულ მალე იქნება მზად.

მის დარელიზებას თუ გეგმავ?

– კი, მაგრამ ჯერ მინდა კარგად დავამუშავო, დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ღირს ამად.

რა ჟანრია?

– მინიმალისტურ სტილში მინდოდა გამეკეთებინა და ვფიქრობ, რომ გამომივიდა.

ბათუმში მოღვაწეობ თუ თბილისში?

– ორივეგან, ბათუმშიც ვარ და ბოლო დროს თბილისშიც მიწევს დაკვრა და ეს ძალიან მახარებს.

საზაფხულოდ რა გეგმები გაქვს?

– ჯერ-ჯერობით ამ კუთხით ჩემი გეგმები არის ბუნდოვანი. დავიწყე სწავლა აუდიო-ვიზულურ ხელოვნებაზე, შესაბამისად ცოტა მეტი დრო მჭირდება.

კოლაბორაცია არ გქონია?

– ჯერ-ჯერობით არ მქონია, მაგრამ ვაპირებ. ზოგადად, ბევრ რამეს ვაპირებ.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ივნისი 19, 2018
-->