ეკა მგალობლიშვილი: ყველაფრს გავაკეთებთ, რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს

ეკა მგალობლიშვილი: ყველაფრს გავაკეთებთ, რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს

გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილი და მოდელი ლიზი წიგნაძე იყვნენ.

– ეკა, მუდმივად სთავაზობ საზოგადოებას სიახლეებს. როგორც ვიცი, საინტერესო ივენთი გაქვს დაგეგმილი ცხელ ზაფხულში…
– არამარტო ცხელი ზაფხული, არამედ ცხელი შემოდგომა იგეგმება წელს. უკვე მესამედ „მის და მისტერ პლანეტა“ იმართება და 45 ქვეყნის წარმომადგენელს ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე, რომ ამ ყველაფრისთვის მიმეღწია და 2015 წელს პირველად, საქართველოს 35 ქვეყნის ლამაზმანი ესტუმრა და ასე გრძელდება დღემდე. დიდი მადლობა ბათუმის ხელისუფლებას თანადგომისთვის.

თუმცა მანამდე, ივლისის ბოლომდე ჩვენც და კიდევ 100-მდე ქვეყანამ უნდა ავარჩიოთ ჩვენი გამარჯვებული. კასტინგზე 100-ზე მეტი კონკურსანტი მოვიდა. ჟიურის თავმჯდომარეები არიან კრისტი ყიფშიძე, მაკა შალიკაშვილი, მარკუს მეტრეველი, შენ, გიგა და კიდევ სხვები და სწორედ თქვენი დამსახურებით დავტოვეთ 20 საუკეთესო. 22 ივლისს ავირჩევთ „მის და მისტერ საქართველოს“, რომლებიც სექტემბერში „მის და მისტერ პლანეტაზე“ გვასახელებენ.
– წელს რამდენად იყო აქტიურობა მონაწილეების მხრიდან?
– ჩვენ მონაწილეთა რაოდენობას არასოდეს ვუჩივით და წელსაც ასეა. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და სწორედ ამის გამო არის დიდი სანდოობა.
ლიზი, უკვე წლებია „კატრინის“ მოდელი ხარ. დიდი კონკურენციაა?
– კონკურენცია ყოველთვის დიდია, რადგან საკმაოდ ხარისხიან კონკურსს ვდებთ.
ამ ეტაპზე მონაწილეობ?
– კი და ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო.
– პროფესიით ვინ ხარ?
– იურისტი ვარ. როდესაც სერიოზულად დავფიქრდი მომავალზე, მოდელობა ავირჩიე.
– 22 ივლისის ივენთზე კიდევ რა იგეგმება?
ეკა:
დახურული იქნება და დასწრება მოსაწვევებით მოხდება. საღამოს ვერიკო ტურაშვილი გახსნის და ჟიურის წევრები შეაფასებთ კონკურსანტებს, რომლებიც კონკურსს საცურაო კოსტიუმებით გახსნიან.

ყველაფრს გავაკეთებთ, რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს.
სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თუ იქნებიან ჟიურიში?
– ველოდებით ნატალია კისილიოვას, რომელიც ჩვენი სტუმარი შარშანაც იყო და ასევე უკრაინიდან „პატარა მის მსოფლიოს“ პრეზიდენტს ველოდებით.
– წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

ივლისი 19, 2017
-->