დუეტი, რომელმაც ერთმანეთი ინტერნეტით იპოვა

დუეტი, რომელმაც ერთმანეთი ინტერნეტით იპოვა

გადაცემა After-ის სტუმრები დიჯეი და პროდიუსერი – თორნიკე ოქრიაშვილი და სერგი ლონდარიძე იყვნენ.

– თორნიკე, როგორც ცნობილია მარტომ დაიწყე პროდაქშენი…
– კი, 2013 წელს დავიწყე მარტომ პროდაქშენით, პერიოდულად დაბალი ხარისხით და მოვედი დღემდე.
– დღეს კმაყოფილი ხარ?
– კმაყოფილი არასოდეს ვარ, სულ საკუთარი თავის ძიებაში ვარ.
–  რატომ გადაწყვიტე დიჯეობა და მუსიკის წერა?
– კლუბებში დავდიოდი, შევიგრძენი ელექტრონული მუსიკის ხიბლი და სწორედ ასე გადავწყვიტე.
– სერგი, როგორ დაიწყო შენი კარიერა?
– 2012 წელს დავიწყე პროდაქშენით საქმიანობა და ელექტრონული მუსიკის სამყაროთი დავინტერესდი. მას შემდეგ ვსწავლობ და ვცდილობ,მ მიღწეულს არ დავჯერდე და მეტი ვისწავლო.
– შენ და თორნიკემ როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– შემთხვევით ვნახე თორნიკეს თრექი, დავეკონტაქტე ინტერნეტით, ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა და მას დავუკარით ერთად…
რამდენი ერთობლივი ნამუშევარი გაქვთ?
– ჯერ-ჯერობით ერთი, თუმცა ეს რიცხვი აუცილებლად შეიცვლება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– დაგეგმილი ჯერ არაფერია, თუმცა უპირველესი მიზანი არის GemFest, სადაც გვინდა გამოსვლა და დაკვრა, დანარჩენი დროის ამბავია.
წარმატებებს გისურვებთ.

 

შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუციო ჩანაწერი

მაისი 17, 2017
-->