DJ Vaxy: წლების წინ ასეთი ფუფუნება არ გვქონდა

DJ Vaxy: წლების წინ ასეთი ფუფუნება არ გვქონდა

After-ის სტუმარი DJ Vaxy (ნოზაძე) იყო. გადაცემაში საუბარი მისი შემოქმედების გარშემო წარიმართა.

 

რამდენი წლის იყავი, როდესაც დიჯეობაზე დაიწყე ფიქრი და სად დაუკარი პირველად?
– ფიქრი მემგონი 16 წლისამ დავიწყე, დაახლოებით 18 წლისას მქონდა დებიუტი კლუბ „ვაკანდაში“, ეს იყო 2008-2009 წელი. მას შემდეგ უკვე სხვადასხვა კლუბებში ვუკრავ.

 

რამ გამოიწვია შენი ინტერესი ელექტრონული მუსიკის მიმართ?
– შემთხვევით აღმოვაჩინე ელექტრონული მუსიკა, ზუსტად არ მახსოვს რა ვითარებაში, მაგრამ მახსოვს, რომ შემთხვევითობა იყო. ჯერ ვიყავი მსმენელი და ამის მერე ვისწავლე დიჯეინგი და ახლა უკვე პროდიუსინგსაც ვაქცევ დიდ ყურადღებას.

 

რა პროგრამაში უკრავ?
– Ableton-ში.

ლაივზე თუ გიფიქრია და თუ გაქვს გეგმებში?
– გეგმებში არა, მაგრამ ვაპირებ, რომ დავიწყო მაგაზე მუშაობაც.

 

სახელში გაქვს ცვლილებები და საუნდშიც თუ არის ცვლილებები?
– ამ საუნდით არასოდეს არ დამიკრავს, ამიტომ უნდა მომეფიქრებინა პროექტი, რომელსაც დაერქმეოდა თავისი სახელი. ამ შემთხვევაში ეს არის სოლო პროექტი სახელად  Triveuve.

 

ვაქსი გაქრა საერთოდ?
– კი, ამ სახელით აღარაფერი იქმნება.

 

შენი 9 წლიანი გამოცდილების მანძილზე, რომელ კლუბებს გამოყოფდი?
– მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან ვვითარდებით მუსიკის, კლუბების და ხარისხის მხრივ. ძალიან კარგია. დიდი ნაბიჯებით მივიწევთ წინ, უწყვეტი პროცესია და მიხარია. ბევრი კარგი პროდიუსერიც გამოჩნდა, წლების წინ ასეთი ფუფუნება არ გვქონდა.

 

საყვარელი ადგილი თუ გაქვს თბილისში?
– მტკვარზე, ბასიანი და ა.შ.

 

ახლო მომავალში თუ გაქვს დეითები?
– 4 მარტ ვუკრავ Art Café Home-ში, ეს არის ყველაზე ახლო დეითი ამ დროისთვის.

 

9 წლის მანძილზე საზღვარგარეთ თუ დაგიკრავს?
– კი, მაგრამ არა ევროპაში, ბაქოში მქონდა გასვლა.

 

წარმატებებს გისურვებ.

 

 შეგახსენებთ, რომ After-ის ლაივსეტს შეგიძლიათ თვალი გადაცემის ოფიციალურ Youtube-არხზე ადევნოთ.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

თებერვალი 27, 2017
-->